წყლის შესახებ
წყალი სიცოცხლის, სილამაზისა და ჯანმრთელობის წყაროა.
წყალი ბუნებისა და ადამიანის ორგანიზმის ერთერთი ყველაზე მნიშნელოვანი კომპონენტია. წყლის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ხშირად ვივიწყებთ ამ მარტივ ჭეშმარიტებას. თუმცა, საკმარისია წყურვილმა ოდნავ მაინც შეგვაწუხოს, მაშინვე ვგრძნობთ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის ჩვენთვის.
წყალი დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის მეორე აუცილებელი ელემენტია ჟანგბადის შემდეგ. ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა თითქმის ნახევრად წყლისგან შედგება. წყალია ადამიანის ორგანიზმის ერთერთი უმთავრესი შემადგენელიც. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის 60% წყლისგან შედგება. წყლისგან შედგება ჩვენი ტვინის 73%, ფილტვების 83%, კანის 64%. წყალი ძვლების შემადგენლობაშიც შედის (დაახლოებით 31%).
არასაკმარისი რაოდენობის სითხის მიღება ხელს უშლის შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას და უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, წყალი აუცილებელია სილამაზის, ჯანსაღი კანის, საღი გონების, გამჭრიახობისა და კუნთოვანი სისტემის ტონუსის შესანარჩუნებლად.
ესპანეთის კვებისა და კვებითი მეცნიერებების აკადემიის ხელმძღვანელის ლუის სიერა-მაიემის მტკიცებით, ორგანიზმში წყლის დონის მხოლოდ 2% – ით შემცირება გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების 20% – ით დაქვეითებას იწვევს. ამ შემთხვევაში ადამიანი კარგავს საღად აზროვნებისა და ინფორმაციის გადამუშავების უნარს, ქვეითდება შრომისუნარიანობაც. წყლის დონის მეტი რაოდენობით კლებამ (სხეულის მასის 3% – დან 8% – მდე) შესაძლოა თავბრუსხვევა, თირკმლის უკმარისობა, გულის აჩქარება, სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს
წყლის როლი ადამინის ორგანიზმში.
წყალი ადამიანის ორგანიზმში ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
• ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და საკვების უკეთ ათვისებას.
• ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების გამხსნელია, რაც ხელს უწყობს სისხლში შეწოვასა და უჯრედებთან ტრანსპორტირების პროცესს.
• ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
• აუმჯობესებს კანის ფერს, ხელს უწყობს მისი ელასტიურობასა და სილამაზეს.
• არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, სითბოს სხეულში ანაწილებს და იცავს ორგანიზმს ჰიპოთერმიისგან.
• მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულისა და თირკმელების ფუნქციონირებაში, არტერიული წნევის დარეგულირებაში.
• ამცირებს სასხსრებზე დატვირთვას და ხელს უწყობს კუნთების სწორ ფუნქციონირებას.
იმისათვის რომ ნებისმიერ ასაკში , წელიწადის ნებისნიერ დროს თავი მხნედ იგრძნოთ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, აუცილებელია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება, რადგან შევინარჩუნოთ ორგანიზმში წყლის ბალანსის.
ექიმმა ლუის სიერა-მეიემ შეიმუშავა ა.წ. „სასმელების პირამიდა“, რომელიც ასახავს თუ რა რაოდენობის სითხე ესაჭიროება ორგანიზმს კვირის დღეების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ამ პირამიდის საფუძველს სწორედ მინერალური წყალი წარმოადგენს, რომელიც ყოველდღე საჭირო რაოდენობით უნდა მივიღოთ. ის უნდა იყოს ყველა ადამიანის წყლის რაციონის მთავარი შემადგენელი.
მსოფლიოს მეცნიერები გვირჩევენ დედამიწის წიაღში შიბილ, ბუნებრივად გაფილტრული მინერალური წყლის მიღებას. ასეთი წყალი შეიცავს ორგანიზმის ყველა სისტემის სწორი მუშაობისთვის საჭირო მინერალებისა და მიკროელემენტების ოპტიმალურ რაოდენობას.
მედიცინის ფუძემდებლის, ჰიპოკრატეს თქმით: „ის ხარ, რასაც სვამ“. გამომდინარე აქედან, უდავოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიღებული წყლის რაოდენობა, არამედ ხარისხიც. წყლის არჩევისას უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და განსაკუთრებული ყურადღება მისი მოპოვებისა და ჩამოსხმის ადგილს, ბუნებრივ წარმოშობასა და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრს მივაქციოთ. უმჯობესია არჩევანი ცნობილ მსხვილ მწარმოებლებზე შევაჩეროთ, რომლებიც წარმოების ყველა ეტაპზე მკაცრად აკონტროლებენ პროდუქციის ხარიხს.