წყალი განახლებისთვის
ადამიანის ორგანიზმისთვის რთულია წყლის ჩანაცვლება. ის ამდიდრებს და ანახლებს ჩვენი ორგანიზმის ყოველ უჯრედს, მონაწილეობს ბევრ მნიშვნელოვან პროცესში.
კარგ ფორმაში ყოფნა უბრალოდ მოდის აყოლა არ არის, ეს ორგანიზმის ელემენტალური საჭიროებაა. მინერალური წყლის რეგულარული მიღება უდიდეს სამსახურს უწევს მას. წყლის მირებასთან პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ სილამაზეც. ორგანიზმში წყლის საკმარისი ოდენობა ლამაზი და ელასტიური კანის საწინდარია, ის ამაღლებს კანის ტონუსს და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას. წყალი ატენიანებს ყოველ უჯრედს და ხელს უწყობს ორგანიზმის განახლებას.
საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი ეფექტი მხოლოდ დედამიწის წიაღში შობილ, ეკოლოგიურად სუფთა საკურორტო რაიონებში მოპოვებულ წყალს გააჩნია. ასეთებია მაგალითად: ქართული მთის წყალი „ბაკურიანი“ და უკრაინული მინერალური წყალი „მორშინსკაია“. ორივე ბრენდის წყალი ჩამოსხმულია უცვლელად, სწორედ იმ შემადგენლობით, როგორიც ის ბუნებამ შექმნა, ხოლო დაბალი მინერალიზაციის წყალობით დასაშვებია მათი ყოველდღიურად გამოყენება, დიდი რაოდენობითაც კი. ამ ტიპის წყალი ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ორგანიზმი სწრაფად და სრულად ითვისებს. რუსეთში მსგავსი თვისებების წყალია „სვიტოი ისტოჩნიკ“.
იმისათვის, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ, აუცილებელია შევინარჩუნოთ წყლის ბალანსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზმის მიერ წყლის მიღება-დაკარგვის თანაზომიერებას. ეს შეგვმატებს სასიცოცხლო ძალებსა და ენერგიას, შეგვიქმნის კარგ განწყობას. გარდა ამისა, წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება დადებითად აისახება ჩვენს კვებაზეც. ხშირად წყურვილის შეგრძნება შიმშილში გვეშლება.
ქალბატონებისთვის სასურველია დღის მანძილზე მინიმუმ 1,5 ლ. წყლის მიღება, ხოლო მამაკაცებისთვის კი 2 ლიტრამდე წყალია საჭირო.
ადამიანისთვის წყლის საჭიროება შესაძლოა გაიზარდოს მისი სხეულის მასის, ორგანიზმის თავისებურებებისა და მოთხოვნილებების მიხედვით. ოპტიმალური რაოდენობის გამოთვლა შესაძლებელია სპეციალისტების მიერ შემიშავებული საერთაშორისო ფორმულის მეშვეობით.
N = W*0,03
სადაც:
N – წყლის საჭირო რაოდენობაა (ლიტრი)
W – ადამიანის წონა (კგ)
კოეფიციენტი 0,03 კი სხეუილის მასის ყოველ 1 კილოგრამზე წყლის საჭირო რაოდენობაა (30 მლ.)
ორგანიზმში წყლის ნაკლებობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას და შედეგად წონის მატებას. შესაბამისად, თუ საკუთარ ფიგურასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ყურადღება მიაქციეთ წყლის ბალანსს თქვენს ორგანიზმში.