წყალი სიამოვნებისთვის

ცხოვრება სასიამოვნო და დაუვიწყარი მომენტებისაგან შედგება. წყალი არა მხოლოდ გვიკლავს წყურვილს, არამედ გვიმძაფრებს მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ყოფნით, მოგზაურობით, ახალი რეკორდებითა და მიღწევებით, ახალი გემოთი გამოწვეულ ემოციებს.

ცხოვრებაში დაუვიწყარი მომენტების შესაქმნელად შთაგონება და მეტი ძალა გვჭირდება. ძალა მეტი გამბედაობისთვის, ოცნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯისთვის, რისკისა და გამარჯვებისთვის, გრძნობების გამოხატვისთვის, ინიციატივისთვის, სიახლისკენ სწრაფვისთვის, ძალა შესვენებისვის, პროცესითა და შედეგით ტკბობისთვის.

დედამიწის წიაღში შობილი მინერალური წყალი „ბორჯომი“ მრავალსაუკუნოვანი ძალისა და ენერგიის მატარებელია. „ბორჯომის“ წყალში შემავალი მინერალების უნიკალური კომპლექსი გმატებთ ძალასა და ენერგიას სიახლეებისათვისა და შთაგონებას მტკიცე გადაწყვეტილებების მისაღებად. გამორჩეული გემოს წყალობით, მისი ყოველი ყლუპით სასიამოვნო მოგონებათა მორევში გადაეშვებით.