სასიცოცხლო წყალი
იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნოს და იცხოვროს სრულფასოვნად, ზრდასრულ ადამიანს დღეში, საშუალოდ 1,5 ლიტრი წყალი სჭირდება.
წყალი სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალების პირველწყაროა, ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც მათი დაშლა შეუძლია. აქტიურობის შესანარჩუნებლად ადამიანმა უნდა მიიღოს საკმარისი ოდენობის მინერალებით დაბალანსებული წყალი. იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ ცხოვრების თანამედროვე რიტმს და შესაძლებლობა გვქონდეს ჩავერთოთ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში, გვიწევს ვიყოთ მუდამ აქტიურები. სამსახურისთვის, სპორტისთვის, მოგზაურობისთვის, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად აქტიური გართობისთვის გვჭირდება სასიცოცხლო ძალები და ენერგია. შედარებით სწრაფი ეფექტის გამო, რომელიც ასევე მალე ქრება, ხშირად უპირატესობას ჩაის, ყავასა და სხვადასხვა ენერგეტიკულ სასმელს ვანიჭებთ. მაშინ როდესაც მინერალების დღიური მარაგის აღსადგენად და სასიცოცხლო ენერგიით ასავსებად საკმარისია დავლიოთ რამდენიმე ჭიქა მინერალური წყალი.
მინერალებს, რომლებიც შრომისუნარიანობასა და მხნეობას გვმატებს პირველ რიგში K, Na, Mg, Ca მიეკუთვნება.
ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ადამიანს დღეში საშუალოდ 1,5 ლიტრი მინერალური წყალი ესაჭიროება. წყლის რეგულარყლად დალევა და მინერალების მარაგის აღდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მძიმე ფიზიკური ან გონებრივი შრომით არის დაკავებული, მთელ დღეს ფეხზე ატარებს ან აქტიურად არის დაკავებული სპორტით. ამისათვის იდეალურია მინერალური წყლები: სმ „მირგოროდსკაია“, „მირგოროდსკაია ლაგიდნა“, „ედელვეისი“ და „მიტარბი“.
მინერალების მოქმედების შესახებ:
ნატრიუმი – მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გატარებას, შედის სისხლისა და უჯრედშორისი სითხის შემადგენლობაში, არეგულირებს წყლის ბალანსს. ნატრიუმი კალიუმთან ერთად ხელს უწყობს წყლის ბალანსის შენარჩუნებას და იცავს ორგანიზმს გაუწყლოებისგან.
კალიუმი – ნივთიერებათა ცვლისათვის მნიშვნელოვანი ელემენტი. არეგულირებს მარილის, წყლისა და მჟავა-ტუტოვან ბალანსს ორგანიზმში, ააქტიურებს კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ფერმენტებს. კალიუმი ძვლების საშენი მასალაა, გავლენას ახდენს გლუკოზისა და ინსულინის დონეზე, მონაწილეობს კუნთოვან და ნეირონულ რეაქციებში, სისხლის შედედების პროცესებში, აქვს ანტიალერგიული და ანტისეპტიკური მოქმედება, ააქტიურებს სხვადასხვა ფერმენტსა და ჰორმონს.
მაგნიუმი – მეცნიერების აზრით ადამიანის ორგანიზმისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ 300 – ზე მეტ პროცესში, ხელს უწყობს გულის, ნერვული, მომნელებელი და სხვა სისტემების სწორ მუშაობას.