კომპანიის შესახებ
კომპანია IDS Borjomi International-ს ნატურალური მინერალური წყლების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და შემოსავლის მქონე მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი, უნიკალური თვისებების მქონე ნატურალურ, მინერალურ წყლებსა და უალკოჰოლო სასმელებს.
IDS Borjomi International საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ოფისებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში ფლობს. მისი პროდუქცია წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს: ქართულ IDS Borjomi Georgia-ს, უკრაინულ IDS Borjomi Ukraine-ს, რუსულ IDS Borjomi Russia-ს, ბელარუსულ IDS Borjomi Belarus-ს და წარმომადგენლობით ოფისს IDS Borjomi Europe-ს (ქ. ვილნიუსი, ლიტვა). კომპანია ფლობს 8 ჩამოსასხმელ ქარხანას პარტნიორ ქვეყნებში, სადაც დასაქმებულია 7 ათასამდე ადამიანი.
კომპანია საერთაშორისო ბაზარზე წარადგენს მინერალური წყლების ქართულ, რუსულ და უკრაინულ ბრენდებს: „ბორჯომი“, „მორშინსკაია“, „სვიტოი ისტოჩნიკი“, „მირგოროდსკაია“, „ბაკურიანი“, „ლიკანი“, „ედელვეისი“, „ტრუსკავეცკაია“, „ალიასკა“ და სხვა.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით. ბაზარზე კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“; „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. კომპანია, დღესდღეობით, მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე საქვეყნოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი“.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბაზარზე აწარმოებს ბუნებრივ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალს.
კომპანიის მუშაობა ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს:
- ბაზრების დივერსიფიცირება;
• აქტიური მარკეტინგული პოლიტიკის წარმოება;
• ბაზარზე ახალი ბრენდების შემოტანა;
• უმაღლესი ხარისხის პროდუქცია;
• თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა;
• სიახლეების შემოტანა ბაზარზე;
ჩვენს კომპანიაში 1000-მდე თანამშრომელია. თითოეული ჩვენგანისთვის კომპანიის პორტფელში შემავალი მინერალური წყლის ბრენდები არა მხოლოდ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტებია, არამედ ქვეყნის ნამდვილი ეროვნული საგანძური, რომელმაც გაუძლო დროს და მსოფლიომ საქართველოს იდენტობის სიმბოლოდ აღიარა. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ბრენდ „ბორჯომს“, გააჩნია იმის პოტენციალი, რომ არაერთ საექსპორტო ბაზარზე უპირობო ლიდერად იქცეს.
ჩვენი პრიორიტეტი არის ხარისხის მაღალი სტანდარტი. ჩვენი მიზანი მომხმარებლის ნდობის გამართლება, შენარჩუნება და ზრდაა.
ჩვენ რაციონალურად მოვიხმართ ბუნებრივ რესურსებს, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისას კი, საკუთარ თავზე ვიღებთ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას. კომპანიის ყველა თანამშრომელი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სერიოზულ მისიას. ჩვენ მაღალ სტანდარტებს პრაქტიკაშიც მკაცრად ვიცავთ.
დღეს ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხანა მუშაობს. ორივე ქარხანა ლიდერია როგორც წარმოებული პროდუქციის მოცულობით, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით.
ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხანა ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მდებარეობს. ქარხნის რეაბილიტაცია-რენოვაცია 2014 წელს განხორციელდა. მისი საერთო ფართი 10 000 მ2. ქარხანა შედგება რამდენიმე ბლოკისგან: საწარმოო და სასაწყობე ბლოკი, საოფისე კორპუსი, ყოფითი ბლოკი, ენერგეტიკულ-საკომუნიკაციო ბლოკი. აღნიშნულ ქარხანაში, სხვადასხვა შეფუთვაში, იწარმოება ნატურალური მინერალური წყლები „ბორჯომი“ და „ლიკანი“.
ბორჯომის N2 ჩამომსხმელი ქარხანა სოფელ ყვიბისში მდებარეობს. პროდუქციის წარმოება თანამედროვე ევროპულ და ავტომატიზებულ ტექნოლოგიურ ხაზებზე მიმდინარეობს. N2 ქარხანაში იწარმოება: წყაროს წყალი „ბაკურიანი“.