«ბაკურიანი»
„ბაკურიანი“ დაბალმინერალიზებული ნატურალური მინერალური წყალია, აქვს სასიამოვნო და რბილი გემო. მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე: წყურვილის დროს, ცხელი სასმელების მოსამზადებლად, კულინარიასა და ბავშვთა კვებაში. ჩვეულებრივი სასმელი წყლისგან განსხვავებით „ბაკურიანი“ არა მხოლოდ სუფთა და უსაფრთხოა, არამედ შეიცავს ოპტიმალური რაოდენობის საჭირო მინერალებს, რაც ადამიანმა უნდა მიიღოს ყოველდღიურად. მას აქვს გამაახალგაზრდავებელი და სილამაზის შესანარჩუნებელი ეფექტი. „ბაკურიანი“ ლიდერია ბოთლში ჩამოსხმულ წყლებს შორის და ადგილობრივ ბაზარზე ინარჩუნებს ურყევ პოზიციას.
მინერალური წყალი „ბაკურიანი“ იწარმოება შემდეგი შეფუთვებით:
• 0.5ლ მინა
• 0.33; 0.5; 1; 1.5; 3; 6ლ. PET (პლასტმასი)
• 0.33; 1.5ლ ბაკურიანი 0+ PET (პლასტმასი)
• 0.33ლ ბაკურიანი ციდა PET (პლასტმასი)
• 0.33ლ ბაკურიანი სათამაშო ბოთლები PET (პლასტმასი)
• 19ლ PET (პლასტმასის) ბოცა