პრესრელიზი
-
რესტოგიდი – ციფრული გზამკვლევი „ბორჯომისგან“
„ბორჯომი“, როგორც სუფრისა და კულინარიული კულტურის განუყოფელი ნაწილი, აგრძელებს გასტრონომიის მიმართულების განვითარებას და მომხმარებელს უნიკალურ ციფრულ გამოცდილებას – რესტოგიდს სთავაზობს. რესტოგიდი წარმოადგენს ციფრულ გზამკვლევს, რომელიც „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალის, გასტროგიდის, ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმა გურმანებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ კვების ობიექტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. „ბორჯომი“ ამ გზამკვლევით რეკომენდაციას უწევს რესტორნებს, კაფეებსა
-
„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ახალი ქარხანა გაიხსნა – ინვესტიცია $120 მილიონია
ახალი ქარხანა – 135-წლიანი ისტორია! IDS ბორჯომი საქართველო, როგორც დარგის ლიდერი და ნოვატორი კომპანია, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ ქარხანას ხსნის. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია. ახალი ქარხანა – აშენდა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით,
-
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ – ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს, რომელშიც ბრენდი მის მთავარ ღირებულებას – ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესს აერთიანებს და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. კამპანიის ფარგლებში, ბრენდი მომხმარებელს ახალ სარეკლამო რგოლს და განახლებულ ვიზუალურ იდენტობას სთავაზობს. „ბაკურიანის“ მთავარი გზავნილი – „ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ გვახსენებს, რომ ზრუნვა სწორედ ის ძალაა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს და
-
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აგრძელებს ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიის განვითარებას და მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ ქართულ ლიმონათს მხოლოდ „ბორჯომისგან,“ უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში სთავაზობს. ამ სიახლით ბრენდი ახალ ეტაპზე გადადის და კიდევ უფრო აძლიერებს კავშირს გასტრონომიულ მიმართულებასთან. „ლიმონათი ბორჯომისგან“ – Limonati by Borjomi 2024 წელს გამოჩნდა და მალევე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული როგორც საქართველოში, ისე – საექსპორტო
-
ბაკურიანი ხილით – ახალი გემო
ციტრუსის მიქსი – 0 შაქარი, 0 კალორია მინერალური წყალი „ბაკურიანი“ გემოიანი წყლის პორტფელს ციტრუსის მიქსს ამატებს, რომელიც ლაიმის და ლიმონის ნატურალური არომატებით შეიქმნა. პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს. ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილია – 0 შაქარი, 0 კალორია. პროდუქტი ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია და შექმნილია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯანსაღთან ერთად გემრიელ გემოს
-
„ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე PAW Patrol-ის გმირები გამოჩნდნენ
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო” აგრძელებს წყლის საბავშვო ხაზის განვითარებას და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მედია პლატფორმა – Paramount-თან თანამშრომლობას იწყებს. 1 ივნისიდან, „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე, ბავშვების საყვარელი ანიმაციის PAW Patrol-ის გმირები – ჩეისი, მარშალი და სქაი გამოჩნდნენ. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ბრენდის მთავარი მიზანია და სწორედ ამიტომ, „ბაკურიანი“ ბავშვებს წყლის დალევას პატარაობიდანვე თამაშით აყვარებს. უცვლელი საკომუნიკაციო
-
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია
„ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა! მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება – Zenith Global’s Water Drinks Awards-ზე, ქილის შეფუთვაში საუკეთესო სასმელად დასახელდა. 2024 Global Water Drinks Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას ამჯერად გერმანიამ უმასპინძლა. გამარჯვებული კომპანიები, წყლის 21-ე საერთაშორისო კონგრესის გალა საღამოზე დასახელდა. საერთაშორისო ჟიურიმ 120 აპლიკანტიდან, სხვადასხვა ნომინაციაში, 15 გამარჯვებული გამოავლინა, მათ შორის
-
თქვენ იცით რატომ ჰქვია ამ წყალს „ბაკურიანი“? იმიტომ რომ, ბაკურიანის მთებში იღებს სათავეს
ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო რგოლს გვიზიარებს, რომელშიც ბრენდი საკუთარ წარმომავლობას უსვამს ხაზს. წყალი იბადება აქ! (ბაკურიანში) – ეს რგოლის მთავარი გზავნილია. ბრენდის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, ნატურალური მინერალური წყლის „ბაკურიანის“ მთავარი უპირატესობა – ის განსაკუთრებული ეკო გარემო, სადაც „ბაკურიანი“ იღებს სათავეს. კამკამა და სუფთა წყალი ბაკურიანის ამ ულამაზესი, თეთრი თოვლით დაფარული მთებიდან
-
„ბორჯომის“ განახლებული ვიზუალური იდენტობა
უცვლელი „ბორჯომი“ ახალი შეფუთვით მინერალური წყალი „ბორჯომი” შეფუთვას აახლებს. 135 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, განახლებული ვიზუალური იდენტობით, საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე, ეტაპობრივად გამოჩნდება. ახალი ვიზუალური იდენტობა ბრენდის მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული. განახლებულ შეფუთვაზე გამოკვეთილია „ბორჯომის” მთავარი სიმბოლო – ირემი, ის ბოთლის როგორც წინა, ასევე ეტიკეტის ცენტრალურ მხარესაა განთავსებული. კიდევ უფრო მეტად არის აქცენტირებული, ისტორიის მანძილზე „ბორჯომის”
-
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
„ლიმონათი ბორჯომისგან“ ლონდონში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება – Zenith Global’s Annual InnoBev Awards-ზე საუკეთესო პრემიალურ სასმელად დასახელდა, ასევე გაიმარჯვა პროდუქტის მარკეტინგულმა კამპანიამ. Zenith Global’s Annual InnoBev Awards ყოველწლიურად ტარდება და სასმელების ინდუსტრიის მსოფლიო ბრენდებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. დაჯილდოებას წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. 18 კატეგორიის 4 ნომინაცია მოიცავს ინოვაციის, მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და შეფუთვის მიმართულებებს. საერთაშორისო ჟიურიმ
-
„ლიკანი“ – განახლებული შეფუთვა და არომატები
შუშხუნა მინერალური წყალი „ლიკანი“ არომატით, საზოგადოებას განახლებულ შეფუთვას და არომატებს სთავაზობს. ალუბალი და ბროწეული და ციტრუსი და ჯანჯაფილი – სწორედ ამ არომატების და „ლიკანის“ მინერალების მიქსით განახლდა ბრენდის პორტფელი. დაიმუხტე „ლიკანის“ ახალი არომატებით – ეს ბრენდის საკომუნიკაციო გზავნილია. „ლიკანი“ ხილის ბუნებრივი არომატით, 0 კალორიით და რაც მთავარია, შაქრის და სხვა დამატკბობლების გარეშე, ჯანსაღი და გემრიელი
-
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი! ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით!
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ პორტფელს აფართოებს და გემოიანი წყლების კატეგორიაში შედის. „ბაკურიანი“ ხილის გემოთი – არის ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნატურალური ხილის წვენით და ნაკლები შაქრით. „ბაკურიანი“ სამი განსხვავებული ხილის გემოთი – ცოცხალი ლიმონი, მწვანე ვაშლი და წვნიანი ატამი, 0.5 ლიტრიან პეტ შეფუთვაშია წარმოდგენილი. როცა გიყვარს და ზრუნავ! – ბრენდის
-
„ბაკურიანი“ ბაკურიანიდან შენთვის! წყალი იბადება აქ!
ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ საზოგადოებას კიდევ ერთ ლიმიტირებულ სერიას სთავაზობს. ახალი ეტიკეტით თანამედროვე და ინოვაციური ბრენდი საკუთარ წარმომავლობას უსმევს ხაზს და გვიყვება, რომ ბაკურიანის მთებში ფორმირებული წყალი, თითოეულ მომხმარებლამდე, უნიკალური და ეკოლოგიურად სუფთა გარემოდან მოედინება. ლიმიტირებული შეფუთვის მთავარი გზავნილიც ეს არის – „ბაკურიანი“ ბაკურიანიდან შენთვის! ირინა კეიდია, IDS ბორჯომი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი „2024 წელი მნიშვნელოვანი
-
LIMONATI BY BORJOMI ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან
„ბორჯომი“ სასმელების ახალ კატეგორიაში შედის კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, პორტფელს აფართოებს და პრემიუმ ლიმონათების ასორტიმენტით, ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში შედის. LIMONATI BY BORJOMI – „ლიმონათი ბორჯომისგან“, ახალი ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც ქართული მინერალური წყლის ბრენდი მომხმარებელს უახლოეს პერიოდში შესთავაზებს. „ლიმონათი ბორჯომისგან“, დამზადებულია „ბორჯომის“ მინერალური წყლით და ქართული ნატურალური ხილის წვენით. ახალი ქართული ლიმონათი ქილაში ჩამოისხმება, შეფუთვის
-
„ბორჯომი“ – ახალი წლის, ახალი დასაწყისი
ახალი წელი ახალი დასაწყისის სიმბოლოა. ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი,“ საახალწლო კამპანიაში, ჯადოსნური თავგადასავლის დასაწყისს გვაჩვენებს. თავგადასავალი, „ბორჯომის“ მეგზურობით, „კუკუშკით“ იწყება, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და ყველას ბავშვობაში აბრუნებს. წიწვებში ჩაფლული ჯადოსნური გზა კი ზღაპრული თავგადასავლის იდეალური დასაწყისია. სწორედ ამ შთაგონებით შეიქმნა „ბორჯომის“ საახალწლო ვიდეორგოლი. სცენარის მიხედვით, საახალწლო წვეულებიდან გამოსული მეგობრები „ბორჯომის“ დალევისთანავე, ჯადოსნური თავგადასავლისთვის