«ბორჯომი»

 

ნატურალური მინერალური წყალი „ბორჯომი“

„ბორჯომი“ უნიკალური ქართული მინერალური წყალია, რომელიც მთელს მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია.

“გახსენი, ისიამოვნე, შეიგრძენი სიმსუბუქე” — “ბორჯომის” ახალი გზავნილია, რომლითაც ბრენდი გვახსენებს ტრადიციას, რომელიც უკვე 135 წელია გრძელდება. „ბორჯომის“ კამპანია ხაზს უსვამს, რომ ქართული მინერალური წყალი ყოველი კულინარიული გამოცდილების და სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია და “ბორჯომთან” ერთად თითოეული კერძი მსუბუქი და კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება.

მინერალური წყალი „ბორჯომი“ იწარმოება შემდეგი შეფუთვებით:

• 0.33 და 0.5 ლ მინა
• 0.5 და 1ლ PET (პლასტმასი)
• 0.33 ალუმინის ქილა.