მისია, ხედვა, სტრატეგია
კომპანიის პორტფელში არსებულ მინერალური წყლის ბრენდებს მოწინავე პოზიციები უჭირავთ არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე, არამედ მაღალკონკურენტუნარიანი და მზარდი მოთხოვნის პროდუქტების საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ, როგორც მწარმოებლები, აქტიურად ვადევნებთ თვალს მინერალური წყლების ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ ვიმოქმედოთ მოთხოვნების შესაბამისად. ვქმნით კომფორტულ ატმოსფეროს, როგორც საკუთარი თანამშრომლებისათვის, ასევე მომხმარებლებისათვის, რაც ახალი იდეების რეალიზაციისა და შემდგომი განვითარების საწინდარი ხდება.
ჩვენი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაა, რომელიც გვინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საერთაშორისო ბაზარზე.
15 წელია დაუღალავად ვშრომობთ და ვცდილობთ შევქმნათ ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემო, პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას და მკაცრად ვიცავთ ეთიკის ნორმებს.
ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარება, ასევე, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისას საკუთარ თავზე ვიღებთ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას.