კომპანიის შესახებ

IDS ბორჯომი საქართველო

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბაზარზე აწარმოებს ბუნებრივ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალს.

კომპანიის მუშაობა ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს:

  • ბაზრების დივერსიფიცირება;
  • აქტიური მარკეტინგული პოლიტიკის წარმოება;
  •  ბაზარზე ახალი ბრენდების შემოტანა;
  • უმაღლესი ხარისხის პროდუქცია;
  • თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა;
  • სიახლეების შემოტანა ბაზარზე;

ჩვენს კომპანიაში 1400-მდე თანამშრომელია. თითოეული ჩვენგანისთვის კომპანიის პორტფელში შემავალი მინერალური წყლის ბრენდები არა მხოლოდ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტებია, არამედ ქვეყნის ნამდვილი ეროვნული საგანძური, რომელმაც გაუძლო დროს და მსოფლიომ საქართველოს იდენტობის სიმბოლოდ აღიარა. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ბრენდს „ბორჯომი“, გააჩნია იმის პოტენციალი, რომ არაერთ საექსპორტო ბაზარზე უპირობო ლიდერად იქცეს.

ჩვენი პრიორიტეტი არის ხარისხის მაღალი სტანდარტი. ჩვენი მიზანი მომხმარებლის ნდობის გამართლება, შენარჩუნება და ზრდაა.

ჩვენ რაციონალურად მოვიხმართ ბუნებრივ რესურსებს, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისას კი, საკუთარ თავზე ვიღებთ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას. კომპანიის ყველა თანამშრომელი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სერიოზულ მისიას. ჩვენ პრაქტიკაშიც მკაცრად ვიცავთ მაღალ სტანდარტებს.

2025 წელს ლეგენდარული ბრენდის, მსოფლიოში ცნობილი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ 135-ე იუბილეს, ისტორიული მნიშვნელობის, მაღალტექნოლოგიური  ახალი ქარხნით შევხვდით. ამიერიდან უკვე ერთ ახალ, გაერთიანებულ ქარხანაში და ტექნოლოგიურად მოწინავე გარემოში მოხდება „ბორჯომის“ პორტფელში არსებული მინერალური წყლების და ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოება. ეს ქარხანა გახდება ერთგვარი ხიდი „ბორჯომის” მემკვიდრეობასა და მის მომავალს შორის.

დღეს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბაზარზე წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბაკურიანი“, ლიმონათი ბორჯომისგან, ბაკურიანი ხილის გემოთი, ლიკანი არომატით.

საქვეყნოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი,“ კომპანია, დღესდღეობით, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აწარმოებს ნატურალურ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალს.