პრეს ცენტრი

ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი! ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით!

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ პორტფელს აფართოებს და გემოიანი წყლების კატეგორიაში შედის.

„ბაკურიანი“ ხილის გემოთი –  არის ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნატურალური ხილის წვენით და ნაკლები შაქრით. „ბაკურიანი“ სამი განსხვავებული ხილის გემოთი – ცოცხალი ლიმონი, მწვანე ვაშლი და წვნიანი ატამი, 0.5 ლიტრიან პეტ შეფუთვაშია წარმოდგენილი. როცა გიყვარს და ზრუნავ! – ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილია. პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს და სხვა ტკბილ სასმელებთან შედარებით, აქვს ნაკლები შაქარი და კალორია.

გემოიანი წყლების კატეგორია, დასავლეთის ბაზრებისგან განსხვავებით, საქართველოში განვითარების ეტაპზეა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარობიდან გამომდინარე, მსგავს პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. სწორედ ამიტომ, „ბაკურიანი,“ როგორც მზრუნველი ბრენდი, ახალ ტრენდს ამკვიდრებს და მომხმარებელს სიახლეს  სთავაზობს.

ირინა კეიდია, IDS ბორჯომი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „დღეს ბაზარი გაჯერებულია ტკბილი სასმელებით, მომხმარებელი კი ჯანსაღი ალტერნატივის ძიებაშია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ბაკურიანის წყალი ხილის გემოთი, ნაკლები შაქრით და კალორიით. პროდუქტზე მუშაობისას, გემოვნურ თვისებებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ნატურალური ინგრედიენტების შერჩევა. შედეგად მივიღეთ „ბაკურიანის“ უნიკალური წყლის და ნამდვილი ხილის წვენის მიქსი, რაც ერთდროულად ძალიან გემრიელს და სასიამოვნო დასალევს ხდის მას.  შეფუთვაზე, კომპანიის დიზაინერმა, ანი ჭოღოშვილმა იმუშავა. ჩვენი მიზანი იყო, რომ  მომხმარებლისთვის პროდუქტის შინაარსი ზუსტად მიგვეწოდებინა. სამი განსხვავებული ხილის გრაფიკული გამოსახულებით მივიღეთ თანამედროვე, ფერადი, მხიარული მუხტის ეტიკეტი, რომელიც ზუსტად ასახავს „ბაკურიანის“ წყლით და ნატურალური ხილის წვენით შექმნილ გემოს.“

ბრენდის საკომუნიკაციო კამპანიაზე, სარეკლამო სააგენტო „მეტრო ფროდაქშენმა“ იმუშავა. ახალი სარეკლამო რგოლი სატელევიზიო სივრცეში სულ მალე გავა.

ანა ჭოხონელიძე, „ბაკურიანის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი: „„ბაკურიანი“ ხილის გემოთი, სრულიად ახალი კატეგორიის პროდუქტია. ახალ კომუნიკაციაში ხაზი გავუსვით ბრენდის ემოციურ მხარეს და წყლის მოხმარების განსხვავებული სიტუაციები და მომხმარებლების ახალი თაობა ვაჩვენეთ. ვიდეორგოლზე, იდეიდან მის განხორციელებამდე მეტრო ფროდაქშენმაიმუშავა. მასში ავსახეთ, თუ როგორ გარდაიქმნება ხილი ბაკურიანის ბოთლად და ახალი, უგემრიელეს პროდუქტ ქმნება, რომელიც ვფიქრობ მომხმარებლის სიყვარულს ძალიან მალე დაიმსახურებს“.

„ბაკურიანი“ ხილის გემოთი, ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში იწარმოება. მისი შეძენა საქართველოს მასშტაბით უკვე შესაძლებელია.