ქვეყანა

პრეს ცენტრი

აკონტროლე წყლის ბალანსი აპლიკაცია Water Balance-ის დახმარებით


06.06.2019

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო”-ს, მიერ წარმოებული, მინერალური წყალი, „ბაკურიანი“ აპლიკაცია Water Balance-ს (წყლის ბალანსი) გთავაზობთ. დღეიდან მომხმარებელს, Water Balance-ის სასმელების კატეგორიაში, „ბაკურიანის“ არჩევა შეუძლია.
Waterbalance (წყლის ბალანსი) – ეს არის მარტივი და ფუნქციონალური მობილური პროგრამა, რომელიც თქვენი ინდივიდუალური მონაცემების: ასაკი, სიმაღლე, წონა, ცხოვრების წესი, ასევე დღის განრიგი და რეჟიმის გათვალისწინებით დაგეხმარებათ, ყურადღება მიაქციოთ, აკონტროლოთ და დათვალოთ თქვენს ორგანიზმში, დღის განმავლობაში მიღებული წყლის ბალანსი. აპლიკაციის შექმნის დროს, გავითვალისწინეთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესები და თანამედროვე ტენდენციები, სწორედ ამიტომ აპლიკაცია მარტივად გამოყენებადი (User Friendly) და თავსებადია ყველა სახის მობილურ სისტემასთან (Gadgets).
„მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ ნოვატორები და სიახლეები დავნერგოთ ბაზარზე. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და წყლის მოხმარების კულტურის განვითარება „ბაკურიანის“ მთავარი მიზანია. აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ იზრუნოთ როგორც თქვენს თავზე, ასევე თქვენი ოჯახის წევრებზე და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან აკონტროლოთ ორგანიზმში წყლის ბალანსი, იქნებით სახლში, სამსახურში, ქუჩაში, კაფეში, სპორტულ დარბაზში თუ სხვაგან“ – აცხადებს „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი სალომე ბეჟიტაშვილი.

WATERBALANCE 2.0-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია AppStore-სა და Google Play-ში და მისი ჩამოტვირთვა უფასოდ შეგეძლებათ.