პრეს ცენტრი
„ბაკურიანი“ ბაკურიანიდან შენთვის! წყალი იბადება აქ!
ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ საზოგადოებას კიდევ ერთ ლიმიტირებულ სერიას სთავაზობს. ახალი ეტიკეტით თანამედროვე და ინოვაციური ბრენდი საკუთარ წარმომავლობას უსმევს ხაზს და გვიყვება, რომ ბაკურიანის მთებში ფორმირებული წყალი, თითოეულ მომხმარებლამდე, უნიკალური და ეკოლოგიურად სუფთა გარემოდან მოედინება.
ლიმიტირებული შეფუთვის მთავარი გზავნილიც ეს არის – „ბაკურიანი“ ბაკურიანიდან შენთვის!
ირინა კეიდია, IDS ბორჯომი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი
„2024 წელი მნიშვნელოვანი სიახლით დავიწყეთ და მომხმარებელს „ბაკურიანის“ ახალი ლიმიტირებული სერია შევთავაზეთ. ჩვენი მიზანი იყო, ყველასთვის შეგვეხსენებინა „ბაკურიანის“ წყლის უპირატესობა, ის განსაკუთრებული ეკო გარემო, სადაც მინერალური წყალი ფორმირდება. სწორედ ასეთი დავალება მივეცით დიზაინერსაც. ახალი ეტიკეტი, დათოვლილი მთებით და ულამაზესი ტყეებით, იმ ადგილის გრაფიკული გამოსახულებაა, სადაც „ბაკურიანი“ იბადება, ამ წყლის უნიკალურობასაც ხომ სწორედ ეს გარემო განაპირობებს. ვფიქრობ ჩვენი ახალი შეფუთვა, ზუსტად მიიტანს ბრენდის მთავარ გზავნილს თითოეულ მომხმარებლამდე“.
„ბაკურიანის“ ლიმიტირებული სერიის შეფუთვის დიზაინზე და საკომუნიკაციო მესიჯზე დიზაინერმა ზაქარია მესროპოვმა იმუშავა, რომელმაც ეტიკეტის ხატვის პროცესში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. ბრენდის მიზნებსა და საჭიროებზე დაყრდნობით შემუშავდა კომუნიკაციის მთავარი გზავნილებიც ლიმიტირებული შეფუთვისთვის, „“ბაკურიანი“ ბაკურიანიდან შენთვის“ ხოლო უშუალოდ ბრენდისთვის „წყალი იბადება აქ“, რომელიც ლოგოსთან ტანდემში მარტივად გადმოსცემს სათქმელს.
ზაქარია მესროპოვი, დიზაინერი
„ინტერესის და ამავდროულად შთაგონების მთავარ წყაროდ უშუალოდ პროდუქტი შემიძლია დავასახელო. ნამდვილი, სუფთა და კამკამა წყალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც ბაკურიანში იბადება. ყოველთვის მქონდა სურვილი მსგავსი მნიშვნელობის ბრენდზე მემუშავა და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა.
ვერბალურმა ნაწილმა და მომხმარებლამდე მთავარი აზრის – წყალი, რომელიც ბაკურიანში იბადება, მიტანის სურვილმა განაპირობა ვიზუალური მიმართულება.
შედეგად მივიღეთ თანმიმდევრული, შეკრული კონცეფცია, სადაც სამივე ატრიბუტი, ლოგო, სლოგანი და ილუსტრაცია ერთ ორგანიზმად გვევლინება.
მხატვართან ერთად პროცესში ჩავრთეთ ხელოვნური ინტელექტი, რამაც შესაძლებლობა მოგვცა რეალურ დროში შეგვეტანა ცვლილებები ამა თუ იმ კონცეფციაში, დაგვემუშავა დეტალები, დაგვენახა სხვადასხვა ვარიანტი და ვარიაცია. უნდა გვესმოდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ისეთივე ხელსაწყოა, როგორიც ფოტოაპარატი ან გრაფიკული სოფტი“.
„ბაკურიანის“ ახალი, ლიმიტირებული სერია ქსელში უკვე გამოჩნდა და მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომი იქნება 3 თვის განმავლობაში.