ქვეყანა

პრეს ცენტრი

„ბაკურიანი“ და ქართველი სპორტსმენები გაერთიანდნენ

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მინერალური წყლის ბრენდმა „ბაკურიანი“, ქართველ სპორტსმენებთან თანამშრომლობა დაიწყო.

„ბაკურიანი“, ნატურალური არაგაზირებული მინერალური წყალია, რომელიც აღადგენს წყლის ბალანს ორგანიზმში და საუკეთესოა ცხოვრების აქტიური წესის მოყვარული ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ „ბაკურიანი“ დაარსების დღიდან, აქტიურად ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წყლის მოხმარების კულტურის განვითარებაა ბრენდის მთავარი მიზანი.

„ბაკურიანი“ სპორტის წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილია – სწორად შერჩეული წყალი, სწრაფად აღადგენს წყლის ბალანს თქვენს ორგანიზმში ფიზიკური აქტივობის დროს.

სალომე ბეჟიტაშვილი, „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი
„წელს გვინდა გაცილებით უფრო მასიური სახე მივცეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს პროექტი წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან ერთად განგვეხორციელებინა. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი საერთო მესიჯი მომხმარებლებზე უფრო ძლიერ გავლენას მოახდენს და ერთად უფრო პოპულარულს გავხდით სპორტს საქართველოში. ვარჯიშის დროს წყლის მიღება აუცილებელია, ამიტომაც ამ კამპანიისთვის ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ „ბაკურიანი“ – ვარჯიშის მთავარი წესია, რადგან თავისი ოპტიმალური-მინერალური შემადგენლობით, „ბაკურიანი“ სწრაფად აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში ფიზიკური აქტივობის დროს“.

კამპანიის ფარგლებში, ქართველი სპორტსმენების გამოსახულებით სპეციალური ეტიკეტები შეიქმნა, რომელზეც კომპანიის დიზაინერმა ანა ჭოღოშვილმა იმუშავა, ფოტოები კი კიკალა სტუდიომ გადაიღო. პროექტის ფარგლებში „ბაკურიანის“ და ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით ვიდეო რგოლი სააგენტო Film Asylum-მა დაამზადა.

ამ კამპანიით სპორტსმენები ხაზს უსვამენ ადამიანის ცხოვრებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის და წყლის მნიშვნელობას.

ლაშა ტალახაძე – ძალოსანი
ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი
„მიხარია, რომ საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესი. ბევრი ადამიანი დადის სპორტულ დარბაზებში. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი მომავალ თაობას, იმისთვის რომ მათ აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია წყლის გარეშე. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის წყალი უმნიშვნელოვანესია ორგანიზმში ბალანსის დასაცავად.
ჩემი მთავარი წესი – ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგიის აღსადგენად, ვსვამ 3 ლ წყალს.“

ირმა ხეცურიანი – პარამოფარიკავე
მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონი
„დღეს ნაკლებად ეკოლოგიურ სამყაროში გვიწევს ცხოვრება ამიტომ აუცილებელია ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესი, მე როგორც პარა სპორტსმენი ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავუწევ პოპულარიზაციას ჯანმრთელ ენერგიულ ცხოვრებას. ჩემთვის ჯანსაღი რიტმი არის დილის განთიადი, მოძრაობა, სწორი კვება, ჯანმრთელი ძილი და ბევრი წყალი. წყალი ჩვენი სამყაროს და ორგანიზმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ჩემი ყოველი დღე იწყება და მთავრდება წყლით.
ჩემი მთავარი წესი – ჩემპიონატის დროს ძალების აღსადგენად წყალი უპირობო ფავორიტია, ვსვამ 2-3 ლ წყალს.“

სალომე ფაჟავა – მხატვრული ტანმოვარჯიშე
ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია აუცილებელია და მეც ვცდილობ, მაქსიმალურად გავუზიარო ხალხს ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო გამოცდილება: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და წყალი, რაც ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩემი სპორტის სახეობა მხატვრული ტანვარჯიში გამოირჩევა ესთეტიკით და პლასტიკით, ასევე ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი.
ჩემი მთავარი წესი – ვარჯიშის დროს პატარა ყლუპებით, ვსვამ 1-1,5 ლ წყალს“.

„ბაკურიანი“ სპორტი სპეციალური შეფუთვით და განახლებული თავსახურით, რომელიც იდეალურია ფიზიკური აქტივობის დროს გამოსაყენებლად, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. „ბაკურიანი“ სპორტის ახალი შეფუთვა მაღაზიების თაროებზე უკვე შეგიძლიათ იხილოთ.
„ბაკურიანი სპორტი“ – ვარჯიშის მთავარი წესი.