ქვეყანა

პრეს ცენტრი

„ბაკურიანი“ – როცა გიყვარს და ზრუნავ

მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალი სარეკლამო რგოლით საზოგადოებას წყლის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებს. „როცა გიყვარს და ზრუნავ,“ – ეს ახალი კომუნიკაციის მთავარი გზავნილია, რომელიც ცხოვრების სწრაფი ტემპის მქონე ადამიანებს კიდევ ერთხელ აფიქრებს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურად ვიზრუნოთ საყვარელ ადამიანებზე და თან, მთელი დღის განმავლობაში თავი საუკეთესოდ ვიგრძნოთ.

სოფო დიდიძე, „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი:
„ახალ კომუნიკაციაში გვინდოდა, რომ „ბაკურიანის“, როგორც მზრუნველი ბრენდის პოზიციონირება კვლავ შენარჩუნებულიყო. სარეკლამო რგოლის მთავარი იდეის მიხედვით, დროის და ასაკის მატებასთან ერთად, „ბაკურიანი“ რჩება მომხმარებლის ერთგულ ბრენდად, რომელიც მუდმივად ზრუნავს მათზე. ეს კი ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე აისახება. „ბაკურიანის“ სხვადასხვა შეფუთვა, ნებისმიერი ასაკის ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ მისთვის საყვარელი წყალი გახდეს. ვფიქრობ ჩვენი ახალი ვიდეო რგოლი ზუსტად აჩვენებს ბრენდის მთავარ გზვნილს – „როცა გიყვარს და ზრუნავ“.

„ბაკურიანის“ ახალ სარეკლამო რგოლზე, კრეატიულმა სარეკლამო სააგენტო „ელეფანტმა“ იმუშავა. ვიდეო რგოლის მთავარი სცენა, სწორედ იმ მთებშია გადაღებული, საიდანაც ანკარა, ყინულოვანი წყალი მოედინება. ეს არის ფიჭვნარით შემოსილი მთები, რომლებიც იმ განსაკუთრებულ ეკო გარემოს ქმნის, სადაც ნატურალური მინერალური წყალი – „ბაკურიანი“ მოიპოვება.“

ირაკლი ბედუკაძე, სარეკლამო სააგენტო „ელეფანტის“ კრეატიული დირექტორი:
„ვიდეო რგოლის კონცეფციას სიცოცხლის უწყვეტი ციკლი და მისი უმთავრესი მიზეზი – წყალი, განაპირობებს. სადაც წყალია, იქ სიცოცხლეა. სადაც სიცოცხლეა, იქ ადამიანები იბადებიან, უყვარდებათ, ზრუნავენ საკუთარ თავზე და მათზე, ვინც ძვირფასია, ცდილობენ ძლიერები და უკეთესები გახდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იბადება მათი მომავალი თაობა, რომელიც იგივე გზას გადის. ეს არის სიცოცხლის უწყვეტი ციკლი, რომელიც მუდმივად განიცდის განახლებას. მისი არსებობის უმთავრესი მიზეზი კი წყალია.”

ვახო ჩიკვაიძე, სარეკლამო სააგენტო „ელეფანტის“ აღმასრულებელი დირექტორი:
„ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა “ბაკურიანის” პროექტებზე მუშაობა, რადგან ბრენდის გამოსვლის დღიდან, მისი მომხმარებლები ვართ, თან ბრენდის ფასეულობებსაც ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობა არ არის. ახალი კამპანიის ბრიფის მიღებიდან რამდენიმე დღეში, შეირჩა ჩვენი ფავორიტი კონცეფცია – “როცა გიყვარს და ზრუნავ”. ვიდეო რგოლი ტექნიკური კუთხით საკმაოდ რთულად გადასაღები იყო, რადგან, სცენარის მიხედვით, ყოველი მომდევნო კადრი, ლოგიკურად უნდა ყოფილიყო წინა კადრის გაგრძელება, თან ისე, რომ კადრებს შორის არ ყოფილიყო უბრალო ჭრა, არამედ გვქონოდა რბილი და უხილავი გადასვლა. საბოლოო ჯამში, ერთობლივი შრომით, მგონი საკმაოდ ემოციური და დასამახსოვრებელი რგოლი მივიღეთ.“
მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. აღსანიშნავია, რომ „ბაკურიანი“ ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, ნატურალური მინერალური წყალია. უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის. „ბაკურიანი“ აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში და რეკომენდებულია ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად.