ქვეყანა

პრეს ცენტრი

„ბაკურიანის“ ბოთლებზე დისნეის პრინცესები გამოჩნდნენ


ქ. თბილისი
12.03.2019

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსა და უოლტ დისნეი დსთ-ს თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად, ბავშვების საყვარელი წყლის, „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე დისნეის პრინცესები, გამოჩნდნენ. კონკია, არიელი, ბელი, ჟასმინი და მულანი – ამიერიდან გაყიდვაში სწორედ ამ პერსონაჟებით გაფორმებული „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები გამოვა.
კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, რის შემდეგაც IDS ბორჯომი საქართველომ დისნეის გმირების გამოყენების ლიცენზია მოიპოვა. პირველ ეტაპზე „ბაკურიანის“ შეფუთვაზე – დისნეის Frozen-ის და მარველის Avengers-ის გმირები გამოჩნდნენ, წელს კი სათამაშო ბოთლების სერიას დისნეის ცნობილი პრინცესები შეუერთდნენ.
„საბავშვო წყლის სეგმენტის განვითარება, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ. თავდაპირველად მომხმარებელს „ბაკურიანი ციდა“ შევთავაზეთ, რასაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა და გამოიკვეთა, რომ ბავშვთა წყლის სეგმენტი საკმაოდ მზარდია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენი მომხმარებლები ბავშობიდან მივაჩვიოთ ისეთ კარგ ჩვევას, როგორიც წყლის დალევაა, ამიტომ სასარგებლო სასიამოვნოს შევუთავსეთ და გამოვუშვით „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლი. „დალიე და ითამაშე“ ბაკურიანის სათამაშო ბოთლის კომუნიკაციის მთავარი გზავნილია, რადგან წყლის დალევასთან ერთად ბავშვებს შეუძლიათ საყვარელ გმირებთან ერთად თამაში. 2019 წელი დისნეის პრინცესებით დავიწყეთ და ჩვენს ერთგულ პატარა მომხმარებლებს მთელი წლის მანძილზე არა ერთ სიახლეს ვპირდებით“ – აცხადებს „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი სალომე ბეჟიტაშვილი.

„ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები, 0.33ლ სპეციალურ შეფუთვაში, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში ისხმება. აღსანიშნავია, რომ „ბაკურიანი“ ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, ნატურალური მინერალური წყალია. უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის. „ბაკურიანი“ აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში და რეკომენდირებულია ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად.

კომპანიის შესახებ:
„ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველოა, რომელიც საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია. კომპანია ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით. ბაზარზე კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.