პრეს ცენტრი
„ბორჯომი “ 130 წლისაა!
ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ წელს, საწარმოო წესით ჩამოსხმიდან, 130 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ბრენდი მომხმარებლის წინაშე ახალი, სადღესასწაულო შეფუთვით წარდგა. „ბორჯომის“ ლიმიტირებული სერია ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმის – “შენ გაქვს ხასიათი” საფუძველზე შეიქმნა.
„ბორჯომის“ სადღესასწაულო შეფუთვების სერია თანამედროვეა და მასში კვლავ რჩება მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი, ქართული მწვანე ფერი (Georgian Green) და ასევე – ბრენდის განუყოფელი სიმბოლო – ირემი. დიზაინში გათვალისწინებულია მსოფლიო ტრენდები, ბრენდის ცნობადობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საიუბილეო თარიღი.
ახალ ეტიკეტზე ირემი და საიუბილეო თარიღი ქმნის კომპოზიციას, რომელიც 130 წლის განმავლობაში “ბორჯომის“ უწყვეტი განვითარების მნიშვნელობას გადმოსცემს. ხოლო ეტიკეტზე გამოყენებული ფერთა პალიტრა, ხაზს უსვამს შეფუთვის სიახლეს და საზეიმო განწყობას გვიქმნის.
„2020 განსაკუთრებული წელია ჩვენი კომპანიისთვის, პირველი ქართული მინერალური წყლის ჩამოსხმიდან 130 წელს აღვნიშნავთ. დამეთანხმებით, რომ საქართველოში კი არა მსოფლიოშიც ცოტა ბრენდია ამდენ წლიანი უწყვეტი და ამავდროულად ისეთი წარმატებული ისტორიით, როგორიც „ბორჯომს“ აქვს. მრავალწლიანი ისტორიის მიუხედავად, „ბორჯომი“ თავისი მიზნობრივი აუდიტორიის მსგავსად, კვლავ რჩება ახალგაზრდა, მუდმივად თანამედროვე და ინოვაციურ ბრენდად. სწორედ ამას გადმოსცემს ახალი, ლიმიტირებული სერიაც. სამწუხაროდ, ასეთ მნიშვნელოვან თარიღს პანდემია დაემთხვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ შეგვიჩერებია საიუბილეო პროექტებზე მუშაობა და საზოგადოებას „ბორჯომის“ ლიმიტირებული სერიასთან და საიუბილეო ვიდეო რგოლთან ერთად, კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“ – აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი თბილისის მარკეტინგის დირექტორი, დავით გელაშვილი.
„ბორჯომის“ საიუბილეო, ლიმიტირებული სერიის დიზაინზე სააგენტო Reynolds & Rayner-მა იმუშავა. მაღაზიების თაროებზე „ბორჯომის“ ლიმიტირებული სერია წარმოდგენილია შემდეგი შეფუთვით: 0.33ლ ქილა; 0.3ლ შუშა; 0.5ლ შუშა; 0.5ლ PET; 1ლ PET;
„ბორჯომი“ 130 წლისაა და ეს მხოლოდ დასაწყისია!