პრეს ცენტრი

„ბორჯომი“ ახალ, საახალწლო კომუნიკაციაში ლეგენდარულ ირემს აცოცხლებს!

ახალი წელი – გართობის, დღესასწაულების და ოჯახური შეკრებების დროა. ეს არის დრო, როდესაც ტრადიციები ცოცხლდება. წლის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის მოლოდინში, ქართული  მინერალური წყლის ბრენდი -„ბორჯომი“ მომხმარებელს ახალ სარეკლამო კამპანიას სთავაზობს. მიიღე „ბორჯომის“ მაცოცხლებელი ძალა – ეს საახალწლო კომუნიკაციის მთავარი გზავნილია.  ამ ვიდეო რგოლით ახალი წლის დატვირთულ დღეებში, როდესაც ყველანი სასიამოვნო ემოციებით ვიღლებით, „ბორჯომი“ ჯადოსნურ წუთებთან ერთად, მაცოცხლებელი წყლის ძალას გვჩუქნის.

ვიდეო რგოლში ახალი წლის ღამეს, მეგობრები მთავარ გმირთან სახლში გასართობად იკრიბებიან. „ბორჯომის“ მთავარი სიმბოლო – ირემი სწორედ იმ დროს ჩნდება, როდესაც წვეულებით სასიამოვნოდ გადაღლილი მასპინძელი, ძალების აღსადგენად,  „ბორჯომს“ დალევს და ყველანი ამ უნიკალური წყლის სამყაროში აღმოჩნდებიან.

 

ვახტანგ ანთაძე, ბრენდ „ბორჯომის“ გლობალური დირექტორი:

„საახალწლო კამპანია არის ჩვენი ახალი, გლობალური საკომუნიკაციო პლატფორმის გაგრძელება, რომელიც 2021 წლის ივლისში დავიწყეთ. აღსანიშნავია, რომ კამპანია გზავნილით – Live Water Live Legend, 1 დეკემბრიდან, მსოფლიოს მასშტაბით, 11 სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდება.“

 

ირინა კეიდია, IDS ბორჯომი საქართველო მარკეტინგის ხელმძღვანელი:

მიხარია, რომ „ერთგვარ ტრადიციად ვაქციეთ და ყოველ ახალ წელს ჩვენს მომხმარებელს „ბორჯომის“ ლიმიტირებულ სერიასთან ერთად საახალწლო ვიდეო რგოლს ვთავაზობთ.  „ბორჯომი“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, სწორედ ამიტომ   ვცდილობთ, ჩვენი კომუნიკაციით პოზიტიური განწყობა შევქმნათ საზოგადოებაში. „ბორჯომი“, ცნობილია თავისი მაცოცხლებელი თვისებებით და იდეალურია მათთვის, ვისაც სურს აღიდგინოს ძალები, ამ კომუნიკაციაშიც აქცენტი სწორედ დღესასწაულის დღეებში, განწყობის გამოცოცხლებაზე და ძალების აღდგენაზე გავაკეთეთ.“

სარეკლამო რგოლი ევროპულმა კრეატიულმა სააგენტო Virtue-მ საქართველოში Metro Production House ერთად გადაიღო. საახალწლო რგოლში გამოყენებულია  ალექსანდრე კორძაიას იგივე Kordz-ის მიერ შექმნილი მუსიკა (რემიქსი “Untitled Fantasy”). კამპანიის სახე კვლავ მოდელი ლიკა რიგვავაა. ვიდეო რგოლში ასევე მონაწილეობენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, მათ შორის ბახვა ბრეგვაძე, სალომე ღვინიაშვილი, მარიამ სანოგო და სხვა.

„ბორჯომის“ ლიმიტირებული სერიის დიზაინი ხაზს უსვამს საზეიმო განწყობას. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ეტიკეტზე ბორჯომის მწვანე (Georgian Green), მკვეთრი ლურჯი ფერი და, რა თქმა უნდა, ბრენდის სიმბოლო ირემი იქცევს.  აღსანიშნავია, რომ ახალ ლიმიტირებულ სერიასთან ერთად, შეფუთვაზე არსებული QR კოდის დასკანერებით, ბრენდი მომხმარებელს  გათამაშებაში ჩართვას სთავაზობს, სადაც გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები ელოდებათ.

 

Video Credits:

–          Creative Agency – Virtue, born from agency VICE

–          Executive Creative Director: Morten Grubak

–          Creative Director: Oliver Enne

–          Director – Danny Sangra

–          Production – Metro