პრეს ცენტრი

„ბორჯომის“ ახალი ქილა ზაფხულის აქტიურად გატარებისკენ მოგიწოდებთ

„ბორჯომმა“, აქტიური ადამიანებისთვის, მინერალური წყლის საზაფხულო ლიმიტირებული სერია, გამოუშვა.

ზაფხულის დადგომასთან ერთად, გარემო ხდება უფრო ნათელი, ახალი შთაბეჭდილებებით და თავგადასავლებით სავსე. „ბორჯომი“ მიჰყვება სეზონურ ტენდენციებს და თავისი ახალი, ფერადი დიზაინით აქტიური ზაფხულისკენ მოგვიწოდებს. აქტიური ზაფხული კი უფრო სასიამოვნო, სწორედ მეგობრების და საყვარელი წყლის გარემოცვაშია. სწორედ ამიტომ, შემუშავდა ახალი დიზაინი ალუმინის ქილისთვის, რომელიც გადმოსცემს ზაფხულის სიგრილეს, აქტივობებს და ასახავს წყლის განუმეორებელ ხასიათს.
„ზაფხული, წელიწადის ის დროა, როდესაც განსაკუთრებით, გინდა მრავალფეროვნება, ახალი ემოციები და შეგრძნებები, ცდილობ მეტი იმოძრაო და გაატარო მეტი დრო სახლს გარეთ! ჩვენ კვლავინდებურად მხარს ვუჭერთ აქტიურ დასვენებას, ქილის ფორმატი კი უბრალოდ იდეალურია ზღვისპირეთისთვის, ფესტივალებზე, ლაშქრობის დროს, პიკნიკზე და თუნდაც ველო გასეირნებისას. საზაფხულო დიზაინიდან გამომდინარე ლიმიტირებული სერია საქართველოს ზღვისპირა რეგიონისთვის დავამზადეთ. ახალი შეფუთვის ინსტალაცია, შეგიძლიათ, ბათუმის ბულვარში იხილოთ “ – აცხადებს ბორჯომი-ს ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.
„ბორჯომის“ სპეციალური სერია წარმოდგენილია შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ალუმინის ქილის 0,33 ლ. მოცულობით და 6-ცალიანი შეფუთვით.