სიახლეები და პრესრელიზები
„ბორჯომის“ ირემი ალაპარაკდა
Augmented Reality (AR) ტექნოლოგიის გამოყენებით „ბორჯომის“ ბოთლის შეფუთვაზე გამოსახული ირემი ლაპარაკს იწყებს. ამ ტექნოლოგიას „ბორჯომი“იყენებს თავის ახალ სადღესასწაულო აპლიკაციაში, სახელწოდებით – AR Borjomi . ეს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ჩაწეროთ უნიკალური ვიდეო – მილოცები მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის.
თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება და სულ უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს სასიამოვნოდ გავაოცოთ ახლობლები. ტრადიციული ტექსტური თუ აუდიო მილოცვები ადგილს უთმობს სიახლეებს. იმისათვის, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა შევძლოთ მეგობრების და ახლობლების გახარება, შევქმნათ ნამდვილად სადღესასწაულო განწყობა და დავიმუხტოთ პოზიტიური ემოციებით, მინერალური წყლის ბრენდმა „ბორჯომმა“ არასტანდარტული მილოცვებისთვის შექმნა აპლიკაცია, რომელიც Augmented Reality – ის იყენებს. „AR ბორჯომი“ ავსებს ბრენდის მიერ ინიცირებულ იმ საახალწლო კამპანიას, რომელმაც სტარტი ცოტა უფრო ადრე აიღო, დევიზით „#იბორჯომე დღესასწაულზე“.
აპლიკაცია გვაძლევს საშუალებას ჩავწეროთ ინტერაქტიული მისალოცი სადღესასწაულო ფილტრის გამოყენებით, შემდეგ კი გავაზიართ ვიდეო-სელფი სოციალურ ქსელში ან კიდევ გავუგზავნოთ მეგობარს ნებისმიერ სახის მესინჯერში.
„ჩვენ ფეხს ვუწყობთ მომხმარებლების სურვილებს და ვიყენებთ ციფრული ტექნოლოგიების უახლეს ტრენდებს ჩვენს მიერ დაგეგმილ კომუნიკაციაში“ – აცხადებს ოქსანა პანკინა, IDS Borjomi International – ის მარკეტინგის მენეჯერი – ბრენდის არსებობის ისტორიაში პირველად „გავაცოცხლეთ“ ბრენდის ეტიკეტი იმისთვის, რომ თითოეუმა ჩვენთაგანმა შევძლოთ გავუგზავნოთ ჩვენს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს არა უბრალო მისალოცი, არამედ „ცოცხალი“ ვიდეო – სურვილები, სადაც გვექნება საშუალება გავუზიაროთ მათ ემოცია, გადავცეთ ინტონაცია და გავაგონოთ ჩვენი ხმის ტემბრიც კი“.
იმისათვის, რომ გამოიყენოთ ახალი სერვისი, აუცილებლეია შეიძინოთ „ბორჯომის“ ლიმიტირებული საახალწლო ბოთლი ან ქილა, ჩამოტვირთოთ აპლიკაცია ტელეფონში. ამის შემდეგ მიმართოთ ტელეფონის კამერა ბოთლის შეფუთვაზე გამოსახული ირმისკენ და მიჰყევით მის ინსტრუქციას იმისათვის, რომ შექმნათ უნიკალური ვირტუალური სიურპრიზი თქვენი ახლობლებისა და მეგობრებისთვის.
„ბორჯომის“ მოლაპარაკე ირემი უკვე ხელმისაწვდომია როგორც IOS ისე, Android-ის მომხმარებლებისთვის. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია საახალწლო ლიმიტირებული პროდუქციის ქილაზე ან ბოთლზე განთავსებული QR კოდის საშუალებით ან კიდევ აქ მითითებული ლინკიდან:
App Store
https://bit.ly/2SjnrUW