სიახლეები და პრესრელიზები

„ბორჯომთან“ ერთად გადაეშვი დღესასწაულის სამყაროში


„დღესასწაული, იმისთვის რომ #იბორჯომო“ – ეს მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ ახალი გზავნილია. საახალწლო კამპანიის ფარგლებში ბრენდმა თვალისმომჭრელი შეფუთვების ლიმიტირებული სერია, სადღესასწაულო განწყობის მომტანი ვიდეორგოლები და ნაირფერი ვიზუალური სიუჟეტები გამოუშვა. ეს ყველაფერი კი გააერთიანა ერთი სიტყვის ქვეშ – #იბორჯომე.

ახალი წელი ის პერიოდია, როცა თითოეულ ჩვენგანს გვეუფლება საოცარი შეგრძნება დავივიწყოთ ყველანაირი საქმე და მივცეთ თავს უფლება მთლიანად გადავეშვათ გართობისა და ზეიმის სამყაროში, ჩავიდინოთ სისულელეები და გავბედოთ ის, რასაც მანამდე ვერ ვბედავდით.
„ჩვენ ვეცადეთ, მომხმარებლისთვის შეგვექმნა დღესასწაულის ატმოსფერო – რადგან სწორედ ახალი წელია ზუსტი დრო იმისათვის, რომ #იბორჯომო“! – აცხადებს IDS ბორჯომის საერთაშორისო ოფისის მარკეტინგის მენეჯერი ოქსანა პანკინა. – „ახალი შეფუთვის სიჭრელე, პოზიტიური ვიდეორგოლები და თავად „ბორჯომი“, რომელიც უკვე დიდი ხანია დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, თითოეულ თქვენგანს განაწყობს ნამდვილი მხიარულებისთვის, იმისთვის, რომ ბოლომდე ვიგრძნოთ ახალი წლის ჯადოსნური მუხტი“.
„ბორჯომი“ ოფიციალურად აცხადებს, რომ მოვიდა დრო ხმამაღალი სიცილის, გუნდაობის და ფოიერვერკების.
სწორედ იმისთვის, რომ მომხმარებლს სრული სიმძაფრით ეგრძნო დღესასწაული, შეიქმნა „ბორჯომის“ სპეციალური შეფუთვა. მჭახე ფერების და ფოიერვერკების ჰარმონიული ურთიერთშეთანხმებით, ირმის თანამედროვედ სტილიზებული ფიგურითა და ბრენდის უცვლელი ფერის „ქართული მწვანის“ გამოყენებით, ბრენდი ახერხებს მომხმარებლის არა მხოლოდ ყურადღების მიქცევას, არამედ იმის შეხსენებას, რომ სულ მალე, ახალი წლის ჯადოსნური დღეები დგება.