ქვეყანა

პრეს ცენტრი

„დალიე და ითამაშე“ – „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე დისნეის პრინცესების მეორე სერია გამოჩნდა!

სიახლე „ბაკურიანის“ პატარა მომხმარებლებისთვის, სათამაშო წყლის ბოთლებზე დისნეის პრინცესების მეორე სერია გამოჩნდა. ფიფქია, ბრეივი, რაპუნცელი, პოკაჰონტასი და სოფია – ამ პერსონაჟებით გაფორმებული „ბაკურიანი“ უკვე გაყიდვაშია. სწორედ ამ გმირების და „ბაკურიანის“ კოლაბორაციით გაგრძელდა, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსა და უოლტ დისნეის თანამშრომლობა და 2021 წლის დასაწყიში, ბავშვების და მათი მშობლების საყვარელი გმირებით „ბაკურიანის“ პრინცესების მეორე სერია შეიქმნა.
კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, რის შემდეგაც IDS ბორჯომი საქართველომ დისნეის გმირების გამოყენების ლიცენზია მოიპოვა. პირველ ეტაპზე „ბაკურიანის“ შეფუთვაზე – დისნეის Frozen-ის და მარველის Avengers-ის გმირები გამოჩნდნენ, 2019 წელს სათამაშო ბოთლების სერიას დისნეის ცნობილი პრინცესები – კონკია, არიელი, ბელი, ჟასმინი და მულანი შეუერთდნენ. წელს კი საყვარელი გმირების ჩამონათვალს ულამაზესი ფიფქია, გრძელთმიანი რაპუნცელი, პრინცესა პოკაჰონტასი და სოფია დაემატა.
„ვაგრძელებთ საბავშვო წყლის სეგმენტის განვითარებას, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ „ბაკურიანის“ მომხმარებლები ბავშობიდან მივაჩვიოთ ისეთ კარგ ჩვევას, როგორიც წყლის დალევაა და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამიტომ სასარგებლოს სასიამოვნოს ვუთავსებთ და ვცდილობთ, რომ პატარები ახალი პროდუქტებით ხშირად გავანებივროთ. ამჯერად, სათამაშო ბოთლებზე პრინცესების მეორე სერია გამოჩნდა. ყველასთვის საყვარელი პერსონაჟებით გაფორმებული ბაკურიანის ბოთლები უკვე გაყიდვაშია. ჩვენი კომუნიკაციის მთავარ მესიჯად ისევ რჩება – „დალიე და ითამაშე“, ძალიან საამაყოა, რომ ბავშვები თამაშით იყალიბებენ ისეთ ჯანსაღ ჩვევას, როგორიც წყლის დალევაა“ – აცხადებს ბაკურიანის ბრენდ მენეჯერი სალომე ბეჟიტაშვილი.
„ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლები, 0.33ლ სპეციალურ შეფუთვაში, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. აღსანიშნავია, რომ „ბაკურიანი“ ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, ნატურალური მინერალური წყალია. უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის. „ბაკურიანი“ აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში და რეკომენდირებულია ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად.
დალიეთ, ითამაშეთ და იმოგზაურეთ დისნეის ჯადოსნურ სამყაროში!