სიახლეები და პრესრელიზები

გუდაური 30 წლის წინ და დღეს

გამოფენა, დაჯილდოება, ფრისტაილერების საჩვენებელი დაშვება, გლინტვეინი და ბევრი დაუვიწყარი წუთი გუდაურში

გუდაური
26.01.2019წ.

26 იანვარს, გუდაურის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩატარდა სპეციალური ღონისძიება White Rabbit პარკში მათთვის, ვისაც უყვარს აქტიური დასვენება, თოვლი, სრიალი და თავგადასავლები. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ გამოფენა, სახელწოდებით „ევოლუცია“ – გუდაური 30 წლის წინ და დღეს. აქ წარმოდგენილი იყო ძველი და თანამედროვე თხილამურები, ეკიპირება, აქსესუარები. გზა ხის თხილამურიდან „სნოუბორდებამდე“ არც თუ ისე გრძელია, თუმცა, სავსე თავგადასავლებით და საინტერესო ისტორიებით. საქართველოში კი ეს ისტორია გუდაურის და იმ ადამიანების გარშემო ტრიალებს, რომლებმაც სათხილამურო სპორტის განვითარებაში, როგორც პროფესიონალებში ასევე, მოყვარულებში, დიდი წვლილი შეიტანეს.
ამ დღეს ჩატარდა ცერემონია, რომლის ფარგლებშიც გუდაურის პირველი მწვრთნელები – დიმიტრი გუგუნავა, დიმიტრი თოფურია, ლევან ლორთქიფანიძე, დავით ჯაფარიძე, კოტე ქადაგიძე, ირაკლი ჭირაქაძე, კოტე გაბრიჩიძე, ლადო ანთაძე, სანდრო ანთაძე, ზაზა იაშვილი, დუდა ჭიჭინაძე, რამაზ მოსეშვილი, გელა მიქაბერიძე დააჯილდოვეს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს სამთო – სათხილამურო სპორტის განვითარებაში და აღზარდეს თაობები.

„ჩვენთვის დიდი პატივია იმ ადამიანების დაჯილდოება, რომელთა აქტიურობამ, თავდადებამ, დიდმა სიყვარულმა შექმნა და მოიტანა აქამდე გუდაური და ყველა ის აქტივობა, რომელიც გუდაურთან არის დაკავშირებული – განაცხადა ორგანიზატორი კომპანიის წარმომადგენელმა, „ბორჯომის“ უფროსმა ბრენდ მენეჯერმა, ირინა კეიდიამ. მისი თქმით, ბრენდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები შთააგონოს იცხოვრონ, უფრო ნათელი, ხალისიანი, აქტიური ცხოვრებით, გამოყენონ ყველა შესაძლებლობა აღმოაჩინონ და სცადონ რამე ახალი, ცხოვრებაში პირველად. სწორედ ამ განწყობას აერთიანებს ბრჭყვიალა ფერები ჩვენი პროდუქციის ზამთრის ლიმიტირებულ შეფუთვაზე და ვებ-რესურსი, რომელიც ექსტრიმის მოყვარულებისთვის განახლდა და ზამთრის აქტივობებზე გადაეწყო. აქ ნებისმიერი ტურისტი ან ადგილობრივი იპოვის მისთვის საინტერესო ინფორმაციას აქტიური დასვენების შესახებ საქართველოში, როგორც ზამთრის ასევე, ზაფხულის სეზონის დროს. ვებ – გვერდი მრავალფუნქციურია, მრავალენოვანი და მუდმივად განახლებადი. „ბორჯომის“ მიზანია ადამიანი დაიმუხტოს ვულკანური ენერგიით, მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებისგან და გატაროს ზამთარი ისე როგორც არასდროს“.

გუდაურში 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პრეზენტაცია ფრისტაილერების სპეციალური წარმოდგენით დასრულდა. რაიდერებმა მრავალფეროვანი, ექსტრემალური ტრიუკებით სავსე დაშვება განახორციელეს როგორც სნოუბორდით ასევე, თხილამურებით.

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“, ხოლო პარტნიორი საქართველოს მთის კურორტების კომპანია იყო.
ზუსტად 30 წლის წინ დაარსებული და ევროპულ სტილზე გაშენებული გუდაური დღესაც აქტიური დასვენების, სრიალის, ექსტრიმის, გართობის და ზამთრის დღესასწაულების მექაა.