პრეს ცენტრი
#იბორჯომედღესასწაულზე – ამ გზავნილით და საახალწლო შეფუთვით „ბორჯომი“ ყველას დღესასწაულის სამყაროში გვიწვევს
ქართული მინერალური წყალი, „ბორჯომი“, საახალწლო კამპანიის ფარგლებში სადღესასწაულო შეფუთვების შთამბეჭდავ სერიას გვთავაზობს.
„ბორჯომი“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, ახალი წელი კი საუკეთესო დროა იმისთვის რომ #იბორჯომო“! ახალი, ფერადი და თვალისმომჭრელი შეფუთვით «ბორჯომი“ მიგვანიშნებს, რომ ახალი წელი ახლოვდება და გვთავაზობს შევიქმნათ სადღესაწაულო განწყობა“ – აცხადებს „ბორჯომის“, უფროსი ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.
საახალწლო კამპანიის ფარგლებში, სპეციალურ შეფუთვასთან ერთად, სულ მალე, „ბორჯომი“ საახალწლო სიტუაციების თემაზე გადაღებული, სადღესასწაულო განწყობის მომტანი ვიდეო რგოლების სერიასაც შემოგვთავაზებს.
„ბორჯომის“ საახალწლო ხაზი საქართველოში ხელმისაწვდომია სამი სახის შეფუთვით: ალუმინის ქილა 0.33ლ; პეტ-შეფუთვა 0.5; 1ლ-იანი შეფუთვა.