პრეს ცენტრი
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ონლაინ გაყიდვებს იწყებს
დღეიდან, ქართული მინერალური წყლების – „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ შეძენა ონლაინ გაყიდვების პლატფორმა – „Vendoo – ვენდუზე“ შეგეძლებათ. „Vendoo – ვენდუ“ პირველი ონლაინ პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დავით გელაშვილი, კომპანია IDS ბორჯომი თბილისის მარკეტინგის დირექტორი
„მსოფლიო დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე და ჩვენც, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ბუნებრივია ზედმიწევნით ვიცავთ ყველა არსებულ რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაწარმოებთ პირველადი მოხმარების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და აუცილებელ პროდუქტს – წყალს და სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს მომხმარებელს და მივცეთ მათ წყლის, სახლიდან გაუსვლელად და საბაზრო ფასად, შეძენის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პროდუქციის მიწოდების პერიოდი ცოტათი გახანგრძლივდა, თუმცა მათ მოხსნასთან ერთად დარეგულირდება. აქვე გეტყვით, რომ პირველ 1000 მომხმარებელს საჩუქრად ბაკურიანის მინერალური წყლის სპრეის (150მლ) გადავცემთ”.
პროდუქციის მიწოდებას, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, „Vendoo – ვენდუ“ უზრუნველყოფს. ონლაინ პლატფორმა „Vendoo- ვენდუზე“ შეგიძლიათ შეიძინოთ „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“ შემდეგი შეფუთვით:
„ბორჯომი“ – 0.5ლ მინა (12ცალი) და 1.0ლ პეტი (6ცალი);
„ლიკანი“ – 1.0ლ პეტი (6 ცალი) და 1.5ლ პეტი (6ცალი);
„ბაკურიანი“ – 1.5ლ (6 ცალი), 1.0ლ (6 ცალი), 1.0ლ სპორტი (6 ცალი), 6ლ პეტი (3 ცალი), ციდა (12 ცალი) და 0.5ლ (12 ცალი) პეტ შეფუთვები.
https://vendoo.ge/merchant/ltd_ids_borjomi_tbilisi?fbclid=IwAR0pUYd-CSMnazEBL-JIbnjb7DoT_rGllcAg1uq0esEQ7yGUDyG7ciWYTq4