პრეს ცენტრი

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადება

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყალბი ანგარიშების (ექაუნთების) მხრიდან, სამწუხაროდ, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, ვიდეოები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რომლის საშუალებითაც ადამიანებს სთავაზობენ კომპანია „ბორჯომში“ თანხის ინვესტირებას. აღნიშნული ქმედება აზარალებს როგორც მომხმარებლებს, ასევე აზიანებს კომპანიის რეპუტაციას.

ჩვენი არაერთი მცდელობის –  ყალბი ინფორმაციის და ვიდეოების დარეპორტების მიუხედავად, აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში და პლატფორმაზე უწყვეტად ვრცელდება, ასევე იცვლის გავრცელების წყაროს, რაც ართულებს ჩვენი რესურსით მასთან ბრძოლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარა თაღლითობის შემცველი ფაქტების გამოძიების მიზნით, ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს პროკურატურას. თუმცა, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების და მათი მფლობელების იდენტიფიცირებამდე, ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ არ მოტყუვდნენ და არ ენდონ მსგავსი ტიპის შეთავაზებებს.

იყავით ყურადღებით და გთხოვთ, მსგავსი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაარეპორტეთ ანგარიში.