პრეს ცენტრი

„ლიკანი“ ახალ, ალუმინის შეფუთვაში უკვე თაროებზეა

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებულ მინერალური წყლის ბრენდს „ლიკანი“ ახალი შეფუთვა – ალუმინის 0.33 ლიტრიანი ქილა დაემატა. ქილის დიზაინი, „ლიკანის“ განახლებული შეფუთვის იდენტურია და გამოხატავს დინამიურ ტალღას, რომელიც აერთიანებს წყლის, მთისა და მუსიკის რიტმს. ქილის თანამედროვე ვიზუალი, მინიმალისტურად უსვამს ხაზს „ლიკანის“ უნიკალური მინერალების ფუნქციონალურ ნაწილს და პასუხობს ბრენდის იდეებს.

„მინერალური წყალი „ლიკანი“ განსაკუთრებული სიყვარულით და ლოიალურობით სარგებლობს მომხმარებლებში, ის არის დინამიური და ახალგაზრდული, სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო თანამედროვე შეფუთვა – ქილა, შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს და შევმატეთ ჩვენს პორტფელს. „ლიკანი“ გვავსებს სასიცოცხლო ენერგიით, „ლიკანთან“ ერთად სიცოცხლე ჩქეფს!“ – აცხადებს „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე.

ქილის დიზაინზე კომპანია IDS ბორჯომი თბილისის დიზაინერმა, ანი ჭოღოშვილმა იმუშავა:
„მიმაჩნია რომ, „ლიკანის“ რებრენდინგმა გაამართლა, შედეგად მივიღეთ თანამედროვე შეფუთვა, რომელიც არღვევს სტანდარტული ეტიკეტის ფორმებს. ალუმინის ქილაზე მუშაობის დროს რა თქმა უნდა ეტიკეტის მთავარი ხაზი შევინარჩუნეთ, თუმცა ნათელ და თანამედროვე ფერებზე გავაკეთეთ აქცენტი. იმედი მაქვს სიახლე მომხმარებლებში დიდ მოწონებას დაიმსახურებს“ – აცხადებს კომპანიის დიზაინერი, ანი ჭოღოშვილი.

„ლიკანი“ ალუმინის შეფუთვით, ბორჯომის N1 ქარხანაში იწარმოება და მისი ფასი 1 ლარია. მინერალური წყალი ოთხი სხვადახვა შეფუთვით არის წარმოდგენილი ბაზარზე: 0.33 ლ. ALU; 0,6ლ PET, 1ლ PET და 1,5 PET;