სიახლეები და პრესრელიზები
„ლიკანი“ ქუჩის მუსიკის ტალღა
““ლიკანი“ ქუჩის მუსიკის ტალღა” პროექტის პრეზენტაცია და პირველი კონცერტი, რიყის პარკში გუშინ საღამოს წარმატებით შედგა. მსმენელის წინაშე თორნიკე ყიფიანი, Ioane & ULTRATONE, Young Georgian Lolitaz და MokuMoku წარსდგნენ. ქუჩის მუსიკოსების პოპულარიზაციის მიზნით კონცერტები რიყის პარკში სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის ორგანიზატორი, მინერალური წყლის ბრენდი „ლიკანია“ ხოლო პარტნიორები ქალაქ თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქუჩის მუსიკა”. პრეზენტაციას უამრავ მსმენელთან ერთად ქალაქ თბილისის მერი, კახი კალაძე ესწრებოდა.
„იქ სადაც ცოცხალი მუსიკაა, ყოველთვის არის „ლიკანი“, მისი განახლებული შეფუთვაც ამის დასტურია. „ლიკანი“ ქუჩის მუსიკის ტალღა – არის ერთგვარი ასპარეზი ქუჩის მუსიკოსებისთვის, გვინდა შემსრულებლებს მივცეთ იმის შესაძლებლობა რომ თავისი შემოქმედება გააცნონ საზოგადოების დიდ ნაწილს“ – აცხადებს მინერალური წყალი „ლიკანის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნიცა ჩოლოყაშვილი.
„ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი, იმისა თუ როგორ შეიძლება, ძალიან საინტერესო კულტურული ღონისძიების ფარგლებში, ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტმა და კერძო ბიზნესმა. დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო მუსიკოსს ვიხილავთ ამ სცენაზე“ – აცხaებს სერგი გვარჯალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელი.
კონცერტს ბახვა ბრეგვაძე და ნათია ბუნტური უძღვებოდნენ. მინერალური წყლის ბრენდი „ლიკანი“ განვიტარების საინტერესო ეტაპზეა, რადგან ის სულ ცოტა ხნის წინ განახლებული ეტიკეტით წარსდგა საზოგადოების წინაშე. განახლებული შეფუთვა იდეალურად ეხმაურება ბრენდის იდეებს, არის დინამიური და ახალგაზრდული. ეს კონცერტიც ბრენდის ახალი ვიზუალის ერთგვარი პრეზენტაცია იყო.