პრეს ცენტრი

„მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ, მასშტაბურ კამპანიას იწყებს

ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი” ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს, რომელშიც ბრენდი „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს მთელ მსოფლიოს აცნობს. მაყურებელს კი საქართველოს გარშემო, დროში და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა –  კამპანიის მთავარი გზავნილია. 

  ახალ კომუნიკაციაში ასახულია სამი ეპოქა – მითიური, რომელიც „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას გვიამბობს, 1890-იანი წლები, როდესაც „ბორჯომის“ საწარმოო წესით ჩამოსხმა დაიწყო და თანამედროვე ეპოქა. სამივე პერიოდი „ბორჯომის“ მაცოცხლებელ ძალასა და პირველი ქართული მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიაზე გვიყვება, რომელიც დღეს უკვე ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.  

ვიდეო რგოლი გვიამბობს ლეგენდას მონადირეზე, რომელმაც „ბორჯომის”  იუვენილური წყალი აღმოაჩინა, იხილა თუ როგორ განკურნა წყალმა დაჭრილი ირემი და ეს ამბავი თაობებს გაუზიარა.  

სწორედ ამ ლეგენდას, ქართველი მსახიობი, თინა დალაქიშვილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავს – ვინსენტ პერესს უამბობს. შვეიცარიაში დაბადებული ფრანგი მსახიობი, ბრენდის ახალ საკომუნიკაციო კამპანიას, „ბორჯომის“, როგორც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათის და სიამაყის მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად შემოუერთდა. 

 

ვინსენტ პერესი, მსახიობი 

საქართველოში ჩამოსვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი ქართველ ხალხს ძლიერი ავთენტურობა აქვს, ძალიან თბილები, მიმღებლები და გულუხვები არიან. მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ქვეყანა მისი ხალხით, ხელოვნებით და ულამაზესი პეიზაჟებით. საქართველოში ჩამოსვლა  განაპირობა, მინერალური წყალი – „ბორჯომის“ ახალმა სარეკლამო კამპანიამ, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩავერთე სარეკლამო რგოლის გადაღებაში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ქართველ ხალხსა და საქართველოსთან ურთიერთობა დამეწყო. საინტერესო და შთამბეჭდავი დასანახია, თუ როგორ შეუძლია მინერალურ წყალს, ბუნების საჩუქარს, მიჰყვეს ქვეყნის ისტორიას და მის განუყოფელ ნაწილად იქცეს.  იმედია, მაყურებელიც ისევე ისიამოვნებს ამ სარეკლამო რგოლით, როგორც მე ვისიამოვნე ამ თანამშრომლობით.“  

 

 

ვახტანგ ანთაძე, „ბორჯომის“ გლობალური ბრენდ დირექტორი 

„საქართველო, ევროპა და ცენტრალური აზია კვლავ რჩება „ბორჯომის“ მთავარ  სტრატეგიულ ბაზრებად, შესაბამისად, ბრენდს სჭირდებოდა ახალი საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც გააძლიერებს მის პოზიციებს და ამავდროულად, ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობას მოგვცემს. ქართველებს გვიყვარს და გვეამაყება იმაზე საუბარი რაც ქართულ იდენტობას გამოხატავს. „ბორჯომს“, როგორც მაცოცხლებელ წყალს და თავად ლეგენდას, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით წარდგენისას, ასეთი გადამწყვეტი როლი ხშირად აქვს. შესაბამისად, მჯერა, რომ ვინსენტ პერესთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „ბორჯომისთვის“, არამედ – მთელი საქართველოსთვის. ამ ფორმით ჩვენ ქართულ კულტურას მთელ მსოფლიოს ვაცნობთ.“ 

 

დავით იაშვილი, „ბორჯომის“ გლობალური კომუნიკაციებისა და კონტენტის მენეჯერი 

„გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ „ბორჯომი“ მისი ისტორიის განმავლობაში,  მაცოცხლებელ ენერგიას გვაძლევდა.  ესაა პროდუქტი, რომლითაც თითოეული ქართველი ამაყობს და ცდილობს, რომ მის შესახებ უამბოს ყველას, გააცნოს მისი ისტორია, გაუზიაროს „ბორჯომის“ უნიკალური გემო და მაცოცხლებელი ძალა. სწორედ ამიტომ, ახალ კამპანიაში წარმოვადგინეთ  „ბორჯომი,“ როგორც ქართული იდენტობის და ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელ ნაწილი.“ 

   

სარეკლამო რგოლსა და საკომუნიკაციო კამპანიაზე ქართული კრეატიული სააგენტო  „ლივინგსტონი” მუშაობდა. 

 

ლევან ლეფსვერიძე, სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი 

“ბორჯომი ჩვეთვის ძალიან სიმბოლური ბრენდია, რადგან წლების წინ, ლივინგსტონმა პირველი ჯილდო სწორედ ბორჯომის ბრიფით მოვიგეთ. გარდა ამისა, ის ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც საუკუნეებია ქვეყნის სავიზიტო ბარათის სტატუსს ინარჩუნებს.   სწორედ ამიტომ, კამპანიაშიც ვცადეთ, რომ „ბორჯომი,“ როგორც ეროვნული სიამაყე ყველაზე ავთენტური, ქართული გზით გვეჩვენებინა.” 

 

  ვიდეო რგოლში ჩვენი გამორჩეული მრავალხმიანობის „წინწყაროს“ გათანამედროვებული ვერსიის ფონზე, ქართული ნაციონალური ბალეტი  „სუხიშვილების“ მოცეკვავეები, ეროვნული ქორეოგრაფიული საგანძურის, რამდენიმე ცეკვას ასრულებენ, რომელიც სპეციალურად ბორჯომის სარეკლამო რგოლისთვის სამაიას, მონადირეებისა და სხვა ცეკვების ინსპირაციით შეიქმნა. მუსიკის ეს ვერსია სპეციალურად ამ კამპანიისთის  სტუდია პოსტრედმა დაწერა.  

 

  გადაღებები ბორჯომის ხეობის გარდა, სვანეთში, ყაზბეგში, კახეთში, მცხეთასა და თბილისში მიმდინარეობდა. ქართული მინერალური წყლის ისტორიული მნიშვნელობის და ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობის  უკეთ გასაცნობად, სარეკლამო რგოლი საქართველოს გარდა, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებში  გავა. სპეციალურად ახალი საკომუნიკაციო კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდი – borjomi.com გაეცანით „ბორჯომის“ მრავალწლიანი ისტორიის სხვადასხვა ეპოქას და ყველას გაუზიარეთ უნიკალური წყლის მაცოცხლებელი ძალა. 

 

Credits: 

Client: BORJOMI 

Global Brand Director: Vakhtang Antadze 

Global Communications and Content Manager: Dati Iashvili 

Global Digital Marketing Manager: Nikki Abaishvili 

 

Agency: Leavingstone 

Creative Chairman: Levan Lepsveridze 

Chief Creative Officer: Anze Jereb  

Executive Creative Director: Levan Lepsveridze 

Creative Director: Emily Koridze 

Art Director: Bruce Lee 

Sr. Copywriter: Keti Kipshidze 

Copywriter: Qetka Magradze 

Account Director: Zizi Nasrashvili, Ekaterine Ebanoidze 

Sr. Account Manager: Salome Martiashvili 

Account Manager: Mariam Simonishvili 

Design Team Head: Matassi Sulakauri 

Design Team: Aniki Gelashvili, Giorgi Jinoridze, Eka Vekua, Mari Onavari, Nikita Mchedlishvili 

Administrative Team: Erekle Zurmukhtashvili, Natia Demetradze, Pikria Javashvili 

 

Production 

Executive Producer: Meli Bagdavadze 

Director: Dima Chkheidze 

Dop: Sandro Darakhvelidze 

Steadicam Operator: Merab Kiknadze 

Production Coordinator: Tamta Navrozashvili 

Line Producer: Nino Chkhikvishvili 

1st AD on Set: Ninutsa Sinjikashvili 

1st AD Prepro: Maia Imedashvili 

Production Design: Polina Rudchik, Sandro Nadareishvili 

Props Master: Zaza Vashakmadze 

Set Design Assistant: Zaza Gogorishvili, Nika Badashvili 

Decorations by Jimsher Berdzenishvili and KinoFactory 

Gaffer: Giorgi Gogatishvili 

Light Department: Vazha Aprasidze, Giorgi Gogbaidze, Akaki Kurdadze, Robert Araqeliani, Giorgi Chubinidze, Ghvtiso Melashvili, Shalva Leluashvili, Archil Samkharadze, Bidzina Chkheidze, Bidzina Chinchaladze, Datuna Arabidze 

Camera Crew: Bacho Budu Iakobidze, Khatia Khalvashi 

1st AC: Irakli Duru Zhgenti 

Dolly: Ghvtiso Melashvili, Bacho Jakhua 

Costume Designer: Ika Bobokhdze 

Wardrobe Assistant: Mariam Sabanadze, Elene Zvanbaia, Nino Zvanbaia, Nini Natelashvili, Ana Pailodze 

MUA & Hair: Madonna Chanturia, Teo Glonti, Eka Lomtadze, Nino Dashniani  

Casting Manager: Nutsa Abashidze 

Casting Assistant: Elene Kekelidze 

Stunt Department: K2 Club 

Stunt Coordinator: Giorgi Komakhidze 

Location Manager: Inna Margvelashvili 

Location Manager on set: Nino Jvania 

Set Manager: Giorgi Peradze 

Production Assistant: Ana Gazdeliani 

Runners: Giorgi Tsikhishvili, Giorgi Barbaqadze 

Special Effects: Ioseb Gvasalia, Dato Gvasalia, Alexandre Gvasalia, Sandro Gvasalia, Rostom Giorgadze, Stanislav Pestov 

DIT Operator: Boris Ostaev 

Drivers: Kakha Gugushvili, Goga Rodonovi, Lasha Kiladze, Giorgi Aslamazishvili 

Cleaning Lady: Marine Lomidze 

Catering: Belgian Waffle 

Rental: Jaga Grip 

Storyboard Artist: Irakli Toidze, Qetka Magradze 

Photographer: George Kolbaia 

Assisting Photographer: Elene Gomelauri 

BTS Operators: Giorgi Chekurishvili, Dato Chekurishvili 

Choreographer: Muro Gagoshidze 

Ensemble: Georgian National Ballet Sukhishvili 

 

Celebrity Shooting Team: 

DP: Vigen Vartanov 

Gaffer: Giorgi Gogatishvili 

Camera Crew: Nika Ghoghoberidze, Tsotne Chkheidze 

Focus Puller: Erekle Tskhelishvili 

MUA & Hair: Ekaterine Chanchibadze 

Producer, Vincent Perez Representative: Nikoloz Khomasuridze 

Celebrity coordinator: Nini Saralidze  

Catering: Fiesta 

 

Post Production 

Visual Effects: Highway VFX 

VFX Supervisor: Luka Jgarkava 

VFX Producer: Levan Lapachi 

VFX Lake Scene: Garnamatac 

 

 

Music by Zviad Mgebry (POSTRED) 

Vocals: Lua 

Color Correction: Pavel Marko (UPP Prague) 

Sound Design: Paata Godziashvili 

Sound Production & Post-Production Service: Studio Phonograph  

Sound Recording: Salome Akhaladze, Paata Godziashvili 

Voice Casting: Artur Stepanyan 

Voiceover Artist: Varlam Korshia 

 

Special Thanks to Beqa Adamashvili, Lili Ninidze, Michelle Lepsveridze, Borjomi Rangers and to all Cast & Crew members!