პრეს ცენტრი
„ნიკო“ – ქუჩის ხელოვნების მოძრაობის 2019 წლის სეზონი დასრულდა! იმოგზაურე „ლიკანთან“ ერთად!
15.11.2019
ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკოს“ 2019 წლის საფესტივალო სეზონი, 16 ნოემბერს, 12:00-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდთან განთავსებული კედლების მოხატვით და კონცერტით დასრულდა. სპეციალურად აწყობილ კედლები ხუთმა ქართველმა არტისტმა მოხატა: Horus, Wise, Koska, Jokonda, Gameza. ადგილზე მისულ სტუმრებს, მათთვის სასურველი ნამუშევრისთვის ხმის მიცემის საშუალება ჰქონდათ, გამარჯვებულები კი ღონისძიების მხარდამჭერმა მინერალურმა წყალმა „ლიკანმა“, სამოგზაუროდ გაუშვა.
ტატა ქათამაძე, „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი:
„ურბანულ არტი „ლიკანისთვის“ ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიგვაჩნია, რომ „ნიკო“ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის განვითარებაში და ჩვენც ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კარგ საქმეში და გარდა იმისა რომ ვცდილობთ გავაფერადოთ ქალაქი, გვინდა უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ არტისტებს. ღონისძიების დროს ხმის მიცემით გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც „ლიკანთან“ ერთად სამოგზაუროდ ევროპის ისეთ ქალაქში გავუშვებთ, სადაც ურბანული არტის მიმართულება განსაკუთრებითაა განვითარებული“.
„ნიკო“ – ქუჩის ხელოვნების მოძრაობის მიზანი საქართველოს სტრიტ-არტის მსოფლიო რუკაზე გამოჩენაა.
სანდრო კვანტალიანი, „ნიკო“-ს დამფუძვნებელი:
„მოძრაობა „ნიკო“ უკვე მეორე წელია, უსახური კედლების გაფერადებაში ეხმარება დამწყებ და წარმატებულ ქართველ თუ უცხოელ ქუჩის ხელოვანებს და ქმნის პლატფორმას, სადაც არტისტებს ეძლევათ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს შემატონ ქალაქს ახალი ღირსშესანიშნაობები. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც. წელს მოძრაობა გასცდა თბილისის ფარგლებსაც და 2 წლის განმავლობაში, 6 ქალაქი და 42 კედელი მოიხატა. 31-მა ქართველმა და უცხოელმა, ცნობილმა თუ დამწყებმა სტრიტ-არტისტმა თავიანთი განუმეორებელი ხელწერით, მსოფლიო სტრიტ არტ რუკაზე საქართველო თანამედროვე ლენდ მარკებით მონიშნეს“.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაკვირვებოდნენ ხატვის პროცესს და თავადაც მიეღოთ კედელზე ხატვის გამოცდილება, ასევე დაეთვალიერებინათ ბიბლიოთეკის „ნიკოს“ ქუჩის გალერეა და დასწრებოდნენ კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს Killages, MokuMoku (J&T) MC Cutkill & Deka.