პრეს ცენტრი

„როცა გიყვარს და ზრუნავ“ „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს

  ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, „ბაკურიანის“ როგორც მზრუნველი ბრენდის პოზიციის კიდევ უფრო გამყარებაა.  

  ბრენდსა და მომხმარებელს შორის ემოციური კავშირის გასაძლიერებლად,  ახალ კომუნიკაციაში ნაჩვენებია ყოველდღიური ზრუნვა, რაც თავისთავად მხოლოდ უპირობო სიყვარულს შეიძლება ახასიათებდეს, „ბაკურიანი“ კი ერთმანეთზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილია. სარეკლამო რგოლში ასახულია, მზრუნველი მამისა და შვილის ერთი საინტერესო დღე, გადამდები ჯადოსნური ენერგიით, რომელსაც რგოლის გმირები უხვად უზიარებენ ერთმანეთს. 

ირინა კეიდია, კომპანია IDS ბორჯომის ბრენდ დირექტორი 

„ბრენდის გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში, მინერალური წყალი „ბაკურიანი“ პოზიციონირებას აგრძელებს, როგორც მზრუნველი ბრენდი. სწორედ ამიტომ, ახალ სარეკლამო რგოლში გვინდოდა გვეჩვენებინა მამა-შვილის თბილი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა, რომელიც „ბაკურიანთან“ ერთად კიდევ უფრო მხიარული, შემეცნებითი და ჯადოსნური ხდება. ვფიქრობთ, ძალიან პოზიტიური რგოლი გამოვიდა და იმედი გვაქვს, რომ იმ სიყვარულს და ზრუნვას, რომლითაც სავსეა ახალი სარეკლამო რგოლი, ჩვენს მომხმარებლებსაც  უხვად გავუზიარებთ.“ 

ანა ჭოხონელიძე, „ბაკურიანის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი 

„ამ სარეკლამო კამპანიით გვსურდა გვეჩვენებინა, რომ ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“, როგორც მზრუნველი ბრენდი არის საუკეთესო გზა, იმისთვის რომ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე   –  მათზე, ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს.  გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ პირველ რიგში მშობლებს და ასევე ჩვენს პატარა მომხმარებლებს, წყლის, როგორც ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო სასმელის მნიშვნელობა.“    

ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანიის კრეატიულ იდეაზე სარეკლამო სააგენტო „ბეთერფლაიმ“, ხოლო ვიდეორგოლის წარმოებაზე სარეკლამო სააგენტო „მეტროფროდაქშენმა იმუშავა.“ 

მინდია არაბული, კრეატიული კონცეფციის და სცენარის ავტორი  

„ქართველი მომხმარებლისთვის „ბაკურიანი“ იმდენად ბუნებრივი პროდუქტია, რომ ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილადაც კი აღიქმება. აქედან გამომდინარე, ბრენდის ახალი სახით წარმოჩენა შეიძლება ცოტა რთულიც ყოფილიყო. ამიტომაც, ზრუნვითა და სიყვარულით სავსე ყოველდღიურობის ჩვენება გადავწყვიტეთ. რომლის  შემოქმედებიც  ჩვენი ვიდეორგოლის გმირები – მამა და შვილი არიან. მათ სამყაროში ჯადოსნური მომენტები ზებუნებრივად არ ხდება – ის სიყვარულით სავსე გარემოს შედეგია. რა თქმა უნდა, „ბაკურიანი“ ამ გარემოსაც ბუნებრივად ერგება.“ 

„როცა გიყვარს და ზრუნავ“ – „ბაკურიანის“ მთავარი საკომუნიკაციო გზავნილია. 

 

კრედიტები: 

სააგენტო: BetterFly

დამკვეთი: IDS Borjomi

ბრენდ დირექტორი: ირინა კეიდია

უფროსი ბრენდ მენეჯერი: ანა ჭოხონელიძე

უმცროსი ბრენდ მენეჯერი: ანი გრიგოლია

გრაფიკული დიზაინის უფროსი: ანი ჭოღოშვილი

სეტის ფოტოგრაფი: გიორგი ყოლბაია

 

კრეატიული კონცეფცია: მინდია არაბული

ექაუნთ დირექტორი: სალომე შამუგია

ექაუნთ მენეჯერი: მარიამ შევარდენიძე

კრეატიული ლიდი: სოფი როსტომაშვილი

არტ დირექტორი: გიორგი გრძელიშვილი

3D გრაფიკა: გურამ ქვარცხალაია

დიზაინერი: ქეთი ბაინდურაშვილი, თაკო დემეტრაშვილი

 

გადამღები კომპანია: Metro Production

რეჟისორი: დიმა ჩხეიძე

დამდგმელი ოპერატორი: სანდრო დარახველიძე

აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია

ფროდაქშენის ჰედი: მაია გურაბანიძე

პროდიუსერი: მარიამ სოსელია

ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე

1st AD: ნინი იაშვილი

ფროდაქშენ მენეჯერი: ტატო ფანცულაია

დამდგმელი მხატვარი: პოლინა რუდჩიკ

დამდგმელი მხატვრის ასისტენტი: სანდრო ნადარეიშვილი

დიორამა: ბექა თაბუკაშვილი, თაზო ბოჭოიძე

მხატვარ-დეკორატორი: დათო ომანაშვილი

რეკვიზიტორები: ზაზა ვაშაყმაძე, ნიკუშა ბადაშვილი

სამხატვრო დეპარტამენტის ჰელფერი: რეზი ჯინჯიხაძე

ქასთინგის მენეჯერი: ნანკა ბალახაშვილი

კოსტიუმების მხატვარი: თინათინ შენგელია

კოსტიუმების მხატვრის ასისტენტი: მარიამ საბანაძე

უნით მენეჯერი: მერაბ როსტომაშვილი

ლოკაციის მენეჯერი: ნათია ჩომახიძე

ტექნიკური დირექტორი, 2nd AC: გურამ მოსიკაშვილი

ფროდაქშენ ასისტენტი: თეკო გურაბანიძე, ირაკლი კაკაბაძე

MUA: ნინო ბედელაძე

ტრანსპორტის მენეჯერი: დავით ფერაძე, დავით მაღლაკელიძე

სეტ მენეჯერი: კოკა ჩხაიძე

სეტ ჰელფერები: გიორგი ერემაძე, ნიკო ჩხაიძე

Making of: ცოტნე ხარებაშვილი

გაფერი: გიორგი გოგატიშვილი

ფოკუსი: ირაკლი დურუ ჟღენტი

დოლი: გიორგი ზაქაიძე, დიმიტრი ზაქაიძე

ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი

 

პოსტ ფროდაქშენის პროდიუსერი: ბურო

ხმის დიზაინი: პაატა გოძიაშვილი

ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე

3D გრაფიკა: კარლო ციბაძე, გიორგი ყულოშვილი