პრეს ცენტრი

საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია

„ლიმონათი ბორჯომისგან“ ლონდონში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება – Zenith Global’s Annual InnoBev Awards-ზე საუკეთესო პრემიალურ სასმელად დასახელდა, ასევე გაიმარჯვა პროდუქტის მარკეტინგულმა კამპანიამ.

Zenith Global’s Annual InnoBev Awards ყოველწლიურად ტარდება და სასმელების ინდუსტრიის მსოფლიო ბრენდებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. დაჯილდოებას წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. 18 კატეგორიის 4 ნომინაცია მოიცავს ინოვაციის, მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და შეფუთვის მიმართულებებს.

საერთაშორისო ჟიურიმ 182 მონაწილესა და 37 ფინალისტს შორის, „ლიმონათი ბორჯომისგან“ ოთხ ნომინაციაში ფინალისტად, ხოლო ორი ნომინაციის გამარჯვებულად დაასახელა.

  • საუკეთესო პრემიალური სასმელი – გამარჯვებული
  • საუკეთესო მარკეტინგული/სოციალური მედია კამპანია – გამარჯვებული
  • საუკეთესო შეფუთვის დიზაინი – ფინალისტი
  • ბრენდის საუკეთესო განვითარება – ფინალისტი

საამაყო და მნიშვნელოვანია, „ბორჯომის“ წარმატება საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომლის მონაწილეებიც და გამარჯვებულებიც სხვადასხვა წლებში იყვნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა – Coca-Cola, PepsiCo, Nestle, Danone. „ბორჯომი“ პრემიუმ ლიმონათების ასორტიმენტით, ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში იანვრიდან შევიდა. „ლიმონათი ბორჯომისგან“ ინოვაციური პროდუქტია, რომელიც  დამზადებულია „ბორჯომის“ მინერალური წყლით და ქართული ნატურალური ხილის წვენით. ბრენდის საკომუნიკაციო კამპანია უკვე დაიწყო. ვიდეორგოლის გვიყვება ამბავს, თუ როგორ იქცა ლეგენდა რეალობად და როგორ შექმნა გამომგონებელმა ნატურალური ხილით და „ბორჯომის“ მინერალური წყლით განუმეორებელი გემო – „ლიმონათი ბორჯომისგან“.