ქვეყანა

პრეს ცენტრი

„შემართება გემართება“ მინერალური წყალი „ლიკანი“ ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს


„ბუნებიდან დიდი ძალა, ბოთლებში ჩაიცალა“ და ქართულ სარეკლამო სივრცეში ახალი, ფერადი და ძალიან პოზიტიური სარეკლამო რგოლი გაჩნდა. მინერალური წყალი „ლიკანი“ ამ ვიდეო რგოლით ხელუხლებელი ბუნების წიაღიდან, პირდაპირ ქალაქის შუაგულში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, იჭრება და უშრეტ ენერგიას აფრქვევს.
„შემართება გემართება“ – სწორედ ესაა ახალი კომუნიკაციის მთავარი გზავნილი, რადგან „ლიკანი“ მუხტავს ადამიანებს შემართებით და ბუნებრივი ენერგიით ავსებს.
ტატა ქათამაძე, ლიკანის, ბრენდ მენეჯერი:
„სულ მაქვს განცდა, რომ „ლიკანი“ ჩვენთან ერთად იზრდება და ვითარდება რადგან ეს არის აწმყოში დაბადებული ბრენდი.
ახალი კომუნიკაციის მიზანია, გაჩვენოთ, „ლიკანის“ ყველაზე ძლიერი მხარე და თვალნათლივ დაგანახოთ ამ უნიკალური მინერალური წყლის დიდი ენერგია, რომელიც თქვენც გადმოგედებათ. ახალი ენერგია და შემართება კი ყველაფერს შეგაძლებინებთ.
ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ხალისიანი და ნათელი სარეკლამო რგოლი შეგვექმნა, რომელიც, დღევანდელ რეალობას, სიხარულის ტალღებით მოედებოდა და გამოაცოცხლებდა.
„ლიკანის“ სარეკლამო რგოლებით, ყოველთვის ვცდილობთ რომ, ადამიანებში სიცოცხლის სიყვარული დავთესოთ და წვრილმანი სიხარულის გაზიარებაც კი დღესასწაულად ვაქციოთ. ვფიქრობ, რომ ეს ამჯერადაც წარმატებით შევძელით.“
„ლიკანის“ ახალ სარეკლამო რგოლზე კრეატიულმა სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა. სარეკლამო რგოლში განსაკუთრებულ განწყობას სწორედ მუსიკა გვიქმნის, პირველ ნაწილში გაცოცხლებულია ანსამბლ „რეროს“ ცნობილი ჰიტი – „ო, რერო, რერო“. მუსიკის გათანამედროვებული ვერსია თავად სააგენტომ შექმნა, გადაღებები ქალაქ რუსთავში მიმდინარეობდა.
ლევან ლეფსვერიძე, „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი:
„ლიკანი“ ჩვენი გუნდის საყვარელი სასმელია, ამიტომაც ამ პროექტში თავიდანვე სიხარულით ჩავერთეთ. „ლივინგსტონის“ გუნდი ყოველთვის ცდილობს, რომ ბრენდის გზავნილი, ამ შემთხვევაში – „ლიკანი ბუნებრივი ენერგიით აგავსებს“ მაყურებლამდე არაჩვეულებრივად, არა რეკლამურად მივიტანოთ, იმიტომ რომ, სტანდარტული რეკლამური კომუნიკაციისადმი ტვინს უკვე მიმღებლობა აღარ აქვს. საჭიროა ისეთი „ქონთენთის“ შექმნა, რომელიც რაციონალურ ტვინამდე გულის გავლით შეაღწევს, მაყურებელს შთააგონებს და ემოციურად დამუხტავს.
ასე გაჩნდა, ძველი ქართული ჰიტის თანამედროვედ გადამღერების იდეა და ძიება-ძიებაში მივადექით “ო, რერო რეროს”. ამ კომპოზიციის საშუალებით, მაყურებლამდე ორი კონტრასტული ემოციის სინთეზი მივიტანეთ. განწყობაში გავაერთიანეთ „ლიკანის“ ნამდვილი ქართული ნოსტალგია და ასევე – თანამედროვე, ენერგიული, სიცოცხლით მჩქეფარე „ლიკანის“ ახალგაზრდული ხასიათი. კამპანიის სლოგანად კი უნიკალური, ადვილად აკვიატებადი და დასამახსოვრებელი ფრაზა – “შემართება გემართება” ავირჩიეთ. მშვენივრად ჟღერს, არა?“

ბრენდი „ლიკანი“, მუდმივად გამოირჩევა ახალგაზრდული და თანამედროვე კომუნიკაციით, რაც მიზნად ისახავს, ადამიანების განწყობის ამაღლებას და მოტივაციის გაზრდას, უფრო მეტი შემართებით და ბუნებრივი ენერგიით – უფრო წარმატებული ცხოვრებისკენ.