პრეს ცენტრი

შენ გაქვს ხასიათი! – „ბორჯომი“

ქართული მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ 2019 წლის საკომუნიკაციო კამპანიაში ემოციურ ხაზს ავითარებს და აქცენტს თითოეული ადამიანის უნიკალურ და განუმეორებელ ხასიათზე აკეთებს.
ყოველი ჩვენგანი თავისებურია თავისი გარეგნობით, ვარცხნილობით, ჩაცმის სტილით, შეხედულებებით, ფასეულობებით, ინტერესებით. სწორედ თვისებების განუმეორებელი ერთობლიობა ხდის უნიკალურს ჩვენს ხასიათს და განგვასხვავებს სხვებისგან. მნიშვნელოვანია გქონდეს შენი ხასიათი! – ესაა ბორჯომის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მთავარი იდეაც და გზავნილიც. დაანგრიე სტერეოტიპები, მოუსმინე საკუთარ სურვილებს და მისწრაფებებს, რადგან შენ გაქვს ხასიათი! ხასიათი კი თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებულს ხდის.
„ბორჯომი“ – განსაკუთრებული წყალია, წყალი, რომელსაც აქვს ხასიათი. ზუსტად ასეთად აღვიქვამთ ჩვენ მომხმარებელსაც. ახალი კომუნიკაციით ბრენდი მხარს უჭერს თითოეული ადამიანის ღირებულებებს, ასევე, სურვილს – იპოვოს საკუთარი თავი, მისდიოს ოცნებებს, აღმოაჩინოს საკუთარი უნიკალური მე და არ შეეშინდეს გამოწვევების. რადგან, გქონდეს შენი ხასიათი – ნიშნავს იყო ის, ვინც ხარ! – აცხადებს „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი ირინა კეიდია.