ქვეყანა

პრეს ცენტრი

„ლიკანი“ ხილის არომატით – ყველაფერს უხდება!

მინერალური წყალი „ლიკანი“ ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოჩნდა! „ლიკანი“ ხილით, ქილის შეფუთვაში სამ განსხვავებულ გემოს გვთავაზობს: ვაშლი და ტარხუნა, ატამი და ფორთოხლის ყვავილი, ალუბალი და ბროწეული – სწორედ ის არომატული მიქსებია, რომლებიც შეერწყა შუშხუნა „ლიკანის“ მინერალებს და სრულიად ახალი, ჯანსაღი პროდუქტი შეიქმნა.

„ლიკანი“ ხილის ბუნებრივი არომატით, 0 კალორიით და რაც მთავარია, შაქრის და სხვა დამატკბობლების გარეშე, ჯანსაღი და გემრიელი არჩევანია წყურვილის დასაკმაყოფილებლად. ორი ხილის ერთობლიობით მიღებული საუცხოო არომატი, სრულიად ახალი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
უკვე წლებია, რაც მინერალური წყალი „ლიკანი“ განსაკუთრებული სიყვარულით და ლოიალურობით სარგებლობს მომხმარებლებში, „ლიკანის“ ახალი პროდუქტიც პოპულარობის მოლოდინშია.

ტატა ქათამაძე, „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი:
„მინერალური წყლის ინდუსტრია, მთელ მსოფლიოში, საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება და ამ მიმართულებით, ინოვაციები მუდმივად ინერგება. დღეს, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი, სასარგებლოს გარდა, საინტერესოც იყოს მომხმარებლებისთვის. „ლიკანი“, როგორც სიახლეების მოყვარული ბრენდი, პორტფელის გაფართოვებას განაგრძობს და ამჯერად, ხილის ნატურალური არომატებით გაჯერებული მიქსებით შეეცდება მომხმარებლების გულის მოგებას;

„ლიკანი“ ხილის არომატით, 0 კალორიით და 0 შაქრის შემცველობით, ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რადგან ბაზარზე გაჩნდა ნატურალური და გემრიელი გამაგრილებელი სასმელის ალტერნატივა, არომატული „ლიკანის“ სახით.
„ლიკანი“ ხილით – ყველაფერს უხდება!“

„ლიკანი“ ხილის არომატით საწყის ეტაპზე მხოლოდ ქილის შეფუთვაში იწარმოება, მის შეფუთვაზე გრაფიკულმა დიზაინერმა, ანი ჭოღოშვილმა იმუშავა:
„პროდუქტის კონცეფციიდან გამომდინარე ვეცადე ისეთი დიზაინი გამეკეთებინა, რომელიც პირველივე დანახვისას შემოგანათებს და შეგიყვარდება. შევინარჩუნეთ ეტიკეტის მთავარი ხაზი ტალღების სახით, აქცენტი კი ფერებზე და ხილზე გადავიტანეთ. ზოგადად ვთვლი, რომ ფერი, ყველაზე მნიშვნელოვანია დიზაინში და იმედი მაქვს, ეს ნათელი ფერები მომხმარებელსაც მოეწონება და ყველასთვის საყვარელი პროდუქტი გახდება.“
„ლიკანი“ – შუშხუნა მინერალური წყალი არომატით, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ, ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება.
„ლიკანთან“ ერთად სიცოცხლე ჩქეფს!