პრეს ცენტრი
SOUNDWAVE სესიებს აგრძელებს – ნოემბრის სესიაზე მსმენელის წინაშე Killages წარსდგა
14 ოქტომბერს, 20:00-ზე, ფაბრიკა Rooftop-ში ცოცხალი მუსიკის მოყვარულებს საინტერესო საღამო ჩატარდა. SOUNDWAVE ნოემბრის სესიაზე, მსმენელის წინაშე ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ბენდი – Killages წარსდგა.
Killages 2017 წელს დაფუძნებული ელექტრონული ჰიპ-ჰოპის, ალტერნატიული როკ ბენდია. ბენდმა დებიუტშივე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. Altervision Newcomers – ის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, Killages მონაწილეობას იღებს საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ფესტივალში (Tbilisi Open Air 2017/2018, Bakhmaro Sunset Fest, Black Sea Sound festival, Funday Park, Tbilisi City Festival, Summer Set და ა.შ.). ბენდმა უკვე მოახერხა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაც და გასულ ზაფხულს პოლონეთში, Majunia Festival – ზე დაუკრა. სხვადასხვა დროს ბენდს დაუკრავს ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან: Kadebostany, Akua Naru, Worakls, WhoMadeWho, Cigarettes After Sex, Tom Odell, N’to და სხვა. Killages – ის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება და შეიძლება ითქვას, რომ ერთ – ერთი ყველაზე „იმედის მომცემი“ ბენდია საქართველოში. 2019 წლის დეკემბერში იგეგმება ბენდის სადებიუტო ალბომის გამოსვლა.
„ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე: „SOUNDWAVE გრძელდება და ნოემბრის სესიაზეც ჩვენს მსმენელს იმედი მაქვს სასიამოვნოდ გავაოცებთ, რადგან ძალიან საინტერესო და ნიჭიერ ბენდს ვმასპინძლობთ. მიხარია, რომ ქალაქში შევქმენით განსაკუთრებული და თავისუფალი სივრცე როგორც მელომანებისთვის, ასევე ცოცხალი მუსიკის შემსრულებლებისთვის.“
SOUNDWAVE – ცოცხალი მუსიკის ტალღაა, რომელსაც Likani Mineral Water – მინერალური წყალი ლიკანი და Velvet Session წარმოგიდგენთ. პროექტი მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნური კავშირი მყარდება. ცოცხალი სესიები არის უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყოველთვის ღია ექსპერიმენტებისთვის.
SOUNDWAVE – გასულ სესიებზე მსმენელს ქართველ შემსრულებლებთან ერთად საშუალება ჰქონდა მოესმინა მსოფლიო სცენის ისეთი ვარსკვლავებისთვის როგორებიც არიან: Zola jesus და Jay-Jay Johanson.