პრეს ცენტრი
SOUNDWAVE სეზონის ბოლო სესიაზე Zola Jesus ღია ექსპერიმენტი შედგა
რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ცოცხალი მუსიკის მოყვარულებმა საინტერესო კონცერტი იხილეს. SOUNDWAVE-მა სეზონის ბოლო, მეექვსე სესიაზე მსოფლიო სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ შემსრულებელს Zola Jesus უმასპინძლა.
SOUNDWAVE – ცოცხალი მუსიკის ტალღაა, რომელის ფარგლებშიც „ლიკანი“ და Velvet Session მსმენელს ღია ექსპერიმენტებს სთავაზობს.
ნიკა როზა დანილოვა ათწლეულზე მეტია რაც Zola Jesus – ის სახელითაა ცნობილი. კლასიკური ოპერის მომღერალს, ავანგარდული ჟღერადობისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მან კარიერა lo-fi ჩანაწერების სერიით დაიწყო, სადაც მისი გამორჩეული ხმა მკაცრ და ინდუსტრიულ სინთეზს ერწყმის. სესიაზე ასევე დაუკრა ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა ანუშკა ჩხეიძემ. ანუშკას მუსიკალური ჟანრი მრავალფეროვანია, იგი ცდილობს არ შეიზღუდოს თავი ერთი მიმართულებით. ბოლო პერიოდი ის კინოსა და სპექტაკლის მუსიკაზე მუშაობს.
SOUNDWAVE სესიებზე მსმენელს უნიკალურ, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებულ ექსპერიმენტებს სთავაზობს.
„ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე: “თამამად შემიძლია ვთქვა რომ პროექტი – SOUNDWAVE შედგა, ჩვენ შევძელით, მთელი სეზონის განმავლობაში და მელომანებს 6 ერთმანეთისგან განსხვავებული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი შევთავაზეთ. მიხარია რომ Zola Jesus ჩამოვიდა და soundwave-ის მსმენელს დაუვიწყარი ექსპერიმენტი წარუდგინა.