ქვეყანა

ხარისხის მართვა და სტანდარტები

კომპანიის პროდუქციის წარმოება სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ხარისხის მართვა წარმოებს ხარისხის უზრუნველყოფისა და მუდმივი გაუმჯობესების თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით. კომპანიის ხარისხის მართვის სისტემა ფარავს მიწოდების ჯაჭვის მთელ ციკლს: ნედლი მასალებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა სარეალიზაციო ბაზარზე. კომპანიასა და მის საწარმოებში დანერგილია ხარისხის მართვის სტანდარტი ISO 9001:2008.

მოპოვებული და ქარხნებში შემოსული მინერალური წყალი გადის ყოველდღიურ მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ შემოწმებას ISO 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებში. ორივე ქარხანაში მოწყობილი აღნიშნული ლაბორატორიები ყოველწლიურად მონაწილეობენ ლაბორატორიათაშორის ტესტირებებში, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო დონეზე. ინერგება კვლევის თანამედროვე მეთოდები, მიმდინარეობს ლაბორატორიების თანამშრომლების ყოველწილური ატესტაცია და სწავლება, რაც, თავის მხრივ, ხარისხის კონტროლის, აგრეთვე ტესტირებების მაღალი სიზუსტით ჩატარებისა და შედეგების სრული სანდოობის წინაპირობას წარმოადგენს.

პროდუქციის მაკომპლექტებელი მასალების შერჩევა ხდება წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. მასალების მომწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები გადიან მკაცრ სელექციას და სისტემატურ აუდიტს კომპანიის მხრიდან. ქარხანაში შემოსული მასალის ყოველი პარტია ექვემდებარება მკაცრ შემოწმებას შესაბამისობაზე. ყოველივე ეს განაპირობებს მასალების სტაბილურად მაღალ ხარისხსა და სანდოობას.

პროდუქციის დაფასოება სრულად ავტომატიზებულ ტექნოლოგიურ ხაზებზე ხორციელდება. მათი სიმძლავრე წყლის რესურსის მთლიანად ათვისების შესაძლებლობას იძლევა. ორივე ქარხანაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა HACCP და ISO 22000:2005, რომლის ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყობს ხარისხის სპეციალისტების კარგად მომზადებული გუნდი. დიდი ყურადღება ეთმობა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად საერთაშორისო ჰიგიენისა და წარმოების პრაქტიკის დანერგვა-გატარებას.

ხარისხის მართვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი მომხმარებელთან უკუკავშირია. საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი. ინფორმაციის მოგროვება ხდება სოციალური ქსელების საშუალებითაც. (ცხელი ხაზი: +995 322422227) ეს ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზდება და გადაეცემა შესაბამის განყოფილებას შემდგომი რეაგირებისათვის.

2016 წელს კომპანიამ გარემოს მართვის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 14000 მიიღო. მომპოვებელ და ჩამომსხმელ საწარმოებში უკვე დანერგილია და მუშაობს ნარჩენების მართვისა და სეპარირების პროგრამები. გატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად, 2016 წლის ზაფხულში აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად საწარმოების სერტიფიცირება დაიწყო.

ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდება. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მუდმივად ცდილობს წარმოებაში დაამკვიდროს ახალი ტრენდები, იმისათვის რათა კომპანიის ქარხნები, ჩამომსხმელი ხაზები სრულად პასუხობდნენ არსებულ გამოწვევებსა და ევროპის უმკაცრეს სტანდარტებს. ორივე ქარხანაში მკაცრად დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად და გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობს პროდუქციის ხარისხისა და წყაროს წყლის შემოწმება, რისთვისაც ქარხნებში შექმნილია თანამედრვე ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები. მინერალური და წყაროს წყლის ყველა ანალიზი ტარდება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტისა და ევროკომისიის დირექტივების შესაბამისად.

ISO 17025:2010
ISO 9001:2008
ISO 14001:2015
ISO 22 000:2005