ქვეყანა

წარმოება

ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელ ქარხნებში მინერალური წყლის წარმოების პროცესი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. ჭაბურღილებიდან მიღებული მინერალური წყალი, კვების მრეწველობაში ნებადართული მაღალი ხარისხის მასალით დამზადებული მილსადენების მეშვეობით ჩამომსხმელ ქარხნებს მიეწოდება. სადაც, მისი ბუნებრივი ნახიშირორჟანგა გაზით გამდიდრება და ბოთლებში ჩამოსხმა ხორციელდება.

დღეს ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხანა მუშაობს, სადაც კომპანიის მინერალური წყლების პორტფელში შემავალი ბრენდების ჩამოსხმა წარმოებს. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ქარხნების სრული გადაიარაღება და მოდერნიზაცია მოხდა. სწორედ ამ სამუშაოების წყალობით ორივე ქარხანა ამ დარგის ლიდერია, როგორც გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით, ასევე, გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიების დონით.

კომპანიაში მომუშავე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალი ქარხნებში არსებული თანამედროვე, ევროპული ჩამომსხმელი ხაზები და ლაბორატორიები მსოფლიოში არსებულ უმაღლესი ხარისხის უმკაცრეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. სწორედ ამ სტანდარტების დაცვა განაპირობებს როგორც „ბორჯომის” მინერალური წყლის ასევე, კომპანიის პორტფელში არსებული სხვა მინერალური თუ წყაროს წყლების უზადო ხარისხს.