პრესრელიზი
-
„ბორჯომი“ – ახალი წლის, ახალი დასაწყისი
ახალი წელი ახალი დასაწყისის სიმბოლოა. ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი,“ საახალწლო კამპანიაში, ჯადოსნური თავგადასავლის დასაწყისს გვაჩვენებს. თავგადასავალი, „ბორჯომის“ მეგზურობით, „კუკუშკით“ იწყება, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და ყველას ბავშვობაში აბრუნებს. წიწვებში ჩაფლული ჯადოსნური გზა კი ზღაპრული თავგადასავლის იდეალური დასაწყისია. სწორედ ამ შთაგონებით შეიქმნა „ბორჯომის“ საახალწლო ვიდეორგოლი. სცენარის მიხედვით, საახალწლო წვეულებიდან გამოსული მეგობრები „ბორჯომის“ დალევისთანავე, ჯადოსნური თავგადასავლისთვის
-
„ბორჯომი“ რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა ჩვენი თამაში! ჩვენი ლეგენდა!
18.07.2023 პირველი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, დღეს მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ბორჯღალოსნების და ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების (20 წლამდე, 18 წლამდე, შვიდკაცა, შვიდქალა) გენერალური სპონსორი და ასევე კლუბ
-
„როცა გიყვარს და ზრუნავ“ „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, „ბაკურიანის“ როგორც მზრუნველი ბრენდის პოზიციის კიდევ უფრო გამყარებაა. ბრენდსა და მომხმარებელს შორის ემოციური კავშირის გასაძლიერებლად, ახალ კომუნიკაციაში ნაჩვენებია ყოველდღიური ზრუნვა, რაც თავისთავად მხოლოდ უპირობო სიყვარულს შეიძლება ახასიათებდეს, „ბაკურიანი“ კი ერთმანეთზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილია. სარეკლამო რგოლში ასახულია, მზრუნველი მამისა
-
„მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ, მასშტაბურ კამპანიას იწყებს
ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი” ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს, რომელშიც ბრენდი „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას, ქართულ კულტურას და წყლის უნიკალურ, გამაჯანსაღებელ თვისებებს მთელ მსოფლიოს აცნობს. მაყურებელს კი საქართველოს გარშემო, დროში და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. „მაცოცხლებელი წყალი, ჩვენი ლეგენდა“ – კამპანიის მთავარი გზავნილია. ახალ კომუნიკაციაში ასახულია სამი ეპოქა – მითიური, რომელიც „ბორჯომის“ აღმოჩენის ლეგენდას გვიამბობს, 1890-იანი წლები,
-
საქართველოს ქალაქების ილუსტრირებული სერია „ბაკურიანის“ ეტიკეტზე რომ გაიცნობ, უფრო შეგიყვარდება!
მინერალური წყალი „ბაკურიანი“ საქართველოს ქალაქების პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად ბრენდმა ეტიკეტებზე საქართველოს რვა ქალაქის ამსახველი ილუსტრაციები გადაიტანა და ადგილობრივ მომხმარებელს და ტურისტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სიმბოლოდ ქცეული ადგილები კიდევ ერთხელ შეახსენა. „ბაკურიანის“ ახალ, ფერად ეტიკეტებზე მომხმარებელი იპოვის საყვარელი ქალაქების – თბილისის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის და მესტიის ავთენტურ ადგილებს, ხოლო ჩვენი ქვეყნის სტუმრები გაეცნობიან
-
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადება
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყალბი ანგარიშების (ექაუნთების) მხრიდან, სამწუხაროდ, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, ვიდეოები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რომლის საშუალებითაც ადამიანებს სთავაზობენ კომპანია „ბორჯომში“ თანხის ინვესტირებას. აღნიშნული ქმედება აზარალებს როგორც მომხმარებლებს, ასევე აზიანებს კომპანიის რეპუტაციას. ჩვენი არაერთი მცდელობის – ყალბი ინფორმაციის და ვიდეოების დარეპორტების მიუხედავად, აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში და პლატფორმაზე
-
„დალიე და ითამაშე” „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე ქართული გმირები – ჟოზე და ჟოზეფინა, გამოჩნდნენ!
ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ პატარა მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსა და ანიმაციურ სტუდია „ველოსიპედს“ შორის თანამშრომლობით, „ბაკურიანის“ ახალი საბავშვო სერია შეიქმნა. „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე, ბავშვების საყვარელი ქართული ანიმაციის გმირები ჟირაფი ჟოზე და ჟირაფი ჟოზეფინა გამოჩნდნენ. „დალიე და ითამაშე“ – „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლების საკომუნიკაციო მესიჯი უცვლელია, რადგან ბრენდის მიზანია, რომ მომხმარებლები ბავშვობიდან მიეჩვიონ ისეთ
-
IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
24 იანვარს, სასტუმრო „პულმანში,“ კომპანია IDS ბორჯომი თბილისსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის, პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“, დაბა ბაკურიანში დაგეგმილი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი იქნება. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ლიმიტირებული შეფუთვით შეიქმნა. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა –
-
„ბორჯომი“ დევიდ კომასთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის ახალ, ლიმიტირებულ სერიას წარმოგიდგენთ
მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა! ქართული მინერალური წყალი – „ბორჯომი,“ წინა საახალწლოდ საზოგადოებას, „ბორჯომის“ ქილის ლიმიტირებულ შეფუთვას სთავაზობს. ახალი დიზაინი მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ დიზაინერთან – დევიდ კომასთან, თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის, შეიქმნა. „ბორჯომის“ ლიმიტირებული შეფუთვის შესაქმნელად, დევიდ კომასთვის შთაგონების წყაროდ საქართველოს უდიდესი მეფის, თამარ მეფის სამკაული იქცა. ამ თანამშრომლობით, ორ ბრენდს – BORJOMI X DAVID KOMA სურდა,
-
„ბაკურიანი“ ზრუნავს გარემოზე განახლებული ბოთლი, 10%-ით ნაკლები პლასტიკი
ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“, აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და საზოგადოებას განახლებულ შეფუთვას სთავაზობს, რომელიც ნაკლებ პლასტიკს შეიცავს. ამიერიდან, „ბაკურიანის“ 0.33, 0.5, 3 და 6 ლიტრიან შეფუთვაში, გამოყენებული პლასტიკის წონა საშუალოდ 10%-ით მცირდება. ამ სიახლით, ჯანსაღი და ინოვაციური ბრენდი, საზოგადოებას ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ახსენებს და გარემოზე ზრუნვის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას აძლევს. ირინა კეიდია,
-
IDS BORJOMI INTERNATIONAL-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს
2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს. შეთანხმების შედეგად: მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია. IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება. IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი
-
„ბაკურიანი 0+“ – წყალი ჩვილი ბავშვებისთვის, ორმაგი ფილტრაციით და ბუნებრივი მინერალებით, ცხოვრების პირველივე დღიდან საჭმლის მოსამზადებლად და დასალევად
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოჩნდა. პირველად საქართველოში, ინოვაციური ბრენდი მომხმარებელს საბავშვო წყალს სთავაზობს. “ბაკურიანი 0 +” – ეს არის სუფთა წყაროს წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ჩვილი ბავშვებისთვის ორმაგი ფილტრაციით, რომელიც დუღილის შემდეგაც, ინარჩუნებს ბავშვებისთვის სასარგებლო ბუნებრივ მინერალებს და მისი გამოყენება რეკომენდებულია პატარებისთვის როგორც საჭმლის მოსამზადებლად, ასევე საჭიროების
-
„ბორჯომი“ ახალ, საახალწლო კომუნიკაციაში ლეგენდარულ ირემს აცოცხლებს!
ახალი წელი – გართობის, დღესასწაულების და ოჯახური შეკრებების დროა. ეს არის დრო, როდესაც ტრადიციები ცოცხლდება. წლის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის მოლოდინში, ქართული მინერალური წყლის ბრენდი -„ბორჯომი“ მომხმარებელს ახალ სარეკლამო კამპანიას სთავაზობს. მიიღე „ბორჯომის“ მაცოცხლებელი ძალა – ეს საახალწლო კომუნიკაციის მთავარი გზავნილია. ამ ვიდეო რგოლით ახალი წლის დატვირთულ დღეებში, როდესაც ყველანი სასიამოვნო ემოციებით ვიღლებით, „ბორჯომი“ ჯადოსნურ წუთებთან
-
„ბაკურიანი“ – როცა გიყვარს და ზრუნავ
მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალი სარეკლამო რგოლით საზოგადოებას წყლის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებს. „როცა გიყვარს და ზრუნავ,“ – ეს ახალი კომუნიკაციის მთავარი გზავნილია, რომელიც ცხოვრების სწრაფი ტემპის მქონე ადამიანებს კიდევ ერთხელ აფიქრებს, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურად ვიზრუნოთ საყვარელ ადამიანებზე და თან, მთელი დღის განმავლობაში თავი საუკეთესოდ ვიგრძნოთ. სოფო დიდიძე, „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერი: „ახალ კომუნიკაციაში გვინდოდა, რომ
-
„შემართება გემართება“ მინერალური წყალი „ლიკანი“ ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს
„ბუნებიდან დიდი ძალა, ბოთლებში ჩაიცალა“ და ქართულ სარეკლამო სივრცეში ახალი, ფერადი და ძალიან პოზიტიური სარეკლამო რგოლი გაჩნდა. მინერალური წყალი „ლიკანი“ ამ ვიდეო რგოლით ხელუხლებელი ბუნების წიაღიდან, პირდაპირ ქალაქის შუაგულში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, იჭრება და უშრეტ ენერგიას აფრქვევს. „შემართება გემართება“ – სწორედ ესაა ახალი კომუნიკაციის მთავარი გზავნილი, რადგან „ლიკანი“ მუხტავს ადამიანებს შემართებით და ბუნებრივი ენერგიით ავსებს. ტატა